|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მეორე ტურისთვის ხელისუფლება ყველა რესურსს იყენებს“

„მეორე ტურისთვის ხელისუფლება ყველა რესურსს იყენებს. მობილიზებულია ადმინისტრაციული რესურსი, თანამშრომლები გადიან შვებულებაში, ხდება დაშინება, ზეწოლა და მოსყიდვა“, -განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა „ეუთოს“ სადამკვირებლო მისიის წევრებთან შეხვედრისას.

შეხვედრაზე დამკვირებლებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისგან, როგორც პირველი ტურის, ასევე მეორე ტურის მიმდინარები პროცესებზე ისაუბრეს.

გიგი წერეთელის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველა რესურსს იყენებს და ამ რესურსის მობილიზება ხდება მის სამაჟორიტარო ოლქში.

„ჩემს ოლქში სხვაობა მხოლოდ 2%-იყო, რამაც ძალიან შეაწუხა ხელისუფლება, ამიტომ მეორე ტურში ყველა ღონეს იყენებენ, თანამშრომლები გადიან შვებულებაში და ამ შვებულებას „ქართული ოცნების" მხარდასაჭერად იყენებენ. გრძელდება დაშინება, მოსყიდვა, ძალადობა. საგანმანათლებლო დაწესებულებების, საჯარო სამსახურების, სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს თხოვენ მიიტანონ პირადობის მოწმობის ასლები, რაც სჭირდებათ ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის“,-განაცხადა გიგი წერეთელმა.

აკაკი ბობოხიძის განცხადებით კი, გარეგნულად ყველაფერი მშვიდად მიდის, მაგრამ თუ დამკვირებლები დაინტერესედებიან და მეტად შეისწავლიან საკითხებს, ბევრი დარღვევა აღმოჩნდება.

საუბარი შეეხო გაბათილებულ ბიულეტენებსაც. გიგი წერეთელის განცხადებით, ასეთი ბიულეტენები კანონის ძალით უნდა ითვლებოდეს.

„უნდა იყოს კანონი, რომელიც კომისიებს ვალდებულს გახდის გადაითვალის გაბათილებული ბიულეტები, თუ ის მაგალითად ასცდა 0,5%-ს. მითუმეტეს, როდესაც საუბარია რამდენიმე პროცენტზე. კომისია არ უნდა ელოდებოდეს ვინმეს მოთხოვნას, არამედ ეს კანონის მიხედვით უნდა ხდებოდეს“-განაცხადა წერეთელმა. მისი განცხადებით, შესაძლოა, საკითხი პარლამენტში გაიტანონ განსახილველად.

„ეუთოს“ სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს. მათი თქმით, ამ დროისთვის რაიმე სახის კომენტარის გაკეთების  უფლება არ აქვთ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა