|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ლიტერატურული ფესტივალი გაიმართა

ქუთაისში ორდღიანი ლიტერატურული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე ავტორებმა აუდიტორიას საკუთარი ნამუშევრები წაუკითხს. 

ფესტივალმა დამსწრეების მოწონება დაიმსახურა. 

„ძალიან მომეწონა ფესტივალის იდეა, საინტერესოა, როცა ხვდები ავტორებს, მათგან ისმენ ნაწარმოებს და მათთან ერთად განიხილავ. ეს ყველაფერი ლიტერატურის გაცნობის საინტერესო მეთოდთან ერთად შესაძლებლობას გაძლევს  შენი კრიტიკა გაუზიარო ავტორს. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავესწრები კიდევ მსგავს შეხვედრას.  ვისურვებდი, მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ არაჩვეულებრივ წამოწყებაში”, -აღნიშნა ერთ-ერთმა მსმენელმა ანანო სურმავამ.


ფესტივალის  ერთ-ერთი ავტორის თქმით, ფესტივალის წარმატებამ ლიტერატურული კლუბის "451 ფარენჰეიტი"-ს დაარსების იდეა გაუჩინათ.

„არ მეგონა თუ ასეთი დიდი მოცულობის ტექსტებს ბოლომდე მოუსმენდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იდეამ გაამართლა. ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ კარგი იქნება, თუ  ფესტივალი სამომავლოდ უფრო დიდი მასშტაბებს შეიძენს, გადავწყვიტეთ, დავაარსოთ  კლუბი - "451 ფარენჰეიტი". კლუბის შეხვედრები უფრო დახვეწილად და ორგანიზებული იქნება“-განაცხადა ნათია სოყურაშვილმა.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე