|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაერთიანებული წყალმომარაგების" ქუთაისის სერვის ცენტრს ახალი უფროსი ჰყავს

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტტრს ახალი უფროსი ჰყავს. პოსტი ირაკლი ტურძელაძემ დაიკავა. გაერთიანებული წყალმომარაგების საზოგადეობასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ნინო რამიშვილის განმარტებით, ირაკლი ტურძელაძე 15 აგვისტოს დაინიშნა. 

წყალმომარაგების ცენტრის უფროსის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზვიად ყიფშიძემ თანამდებობა ერთთვიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. ყიფშიძემ პოსტზე მერაბ ბობოხიძე შეცვალა, რომელმაც ოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა