|
  • EUR 1 = GEL 3.0916
  • USD 1 = GEL 2.6258
|

"გაიცანი ქუთაისი" - დიმიტრი ნაზარიშვილის სახლ-მუზეუმი [VIDEO]

"ნიუპრესი" აგრძელებს რუბრიკას "გაიცანი ქუთაისი", ამჯერად გაგაცნობთ დიმიტრი ნაზარიშვილის სახლ-მუზეუმს.
 ექიმი, მეცენატი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ნაზარიშვილი დაიბადა ქუთაისში 1854 წელს. მამა წარმოშობით გორიდან იყო, დედა იმერელი ყავდა. ნაზარიშვილი რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეოდა, როგორც სამხედრო ექიმი, ქუთაისში 1880 წელს დაბრუნდა. 1881 წლიდან დიმიტრი დადიანთან ერთად გამოსცემდა ყოველკვირეულ გაზეთს "შრომა", რომელსაც თვითონ რედაქტორობდა.
მას ირჩევდნენ ქუთაისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად. აქტიურად იბრძოდა საქართველოსათვის ავტონომიისა და სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი ცხოვრების პირობების შეცვლის მოთხოვნით.
22 წლის განმავლობაში უანგაროდ მუშაობდა ქუთაისის თეატრის ექიმად. აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო კვლევას, 1906 წელს მან დაამზადა მალარიის საწინააღნდეგო სამკურნალო წამალი და მას "ნაზარიშვილის წვეთებს" ეძახდნენ.
 
დიმიტრი ნაზარიშვილის სახლ-მუზეუმი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. 
მასში დაცულია საზოგადო მოღვაწის პირადი ნივთები და უნიკალური ფოტო არქივი, შენობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ბალანსზეა.  მუზეუმში იმართება სხვადასხვა ტიპის კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.  
 
 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი