|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არა ნამოხვანჰესს! - მასშტაბური აქცია ქუთაისში [PHOTO]

ქუთაისში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ადამიანები რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.  ისინი სოლიდარობას უცხადებენ რიონის ხეობის მოსახლეობას, რომლებიც რამდენიმე თვეა გიგანტური ჰესის მშენებლობას უწყვეტი აქციით აპროტესტებენ.

მათი მოთხოვნაა ჰესის მშენებლობის შეწყვეტა და მშენებელი კომპანიის "ენკა" მიერ ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება. 

სპეციალისტების აზრით, გიგანტური ჰესი ხეობაში ეკოლოგიური გარენოს შეცვლას გამოიწვევს. 

ავტორი: ნიუპრესი