|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მიმდინარე მშენებლობები [PHOTO]

ქუთაისში რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს.

მშენებლობების ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი რამდენიმე თვეში დასრულდება.

მინი ქალაქის მშენებელობა  2017 წლის ბოლოს დასრულდება. მშენებლობას თურქული კომპანია  შპს "ასალ იმშაათი" ახორციელებს. პროექტის ღირებულება 7 მილიონი ლარია.

საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა, შესაძლოა, მაისის თვეში დაიწყოს. პროექტს ჯგუფი "ქართუ" ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 250 მილიონი ევროა.

„მაკდონალდსის“ მშენებლობა გაზაფხულში დასრულდება. რესტორნის მშენებლობას  შპს „თ და კ რესტორნები“  ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 800 000 ლარს შეადგენს.

„ვენდისის“ რესტორნის ქსელის მშენებლობა  დასრულდა. როგორც "ნიუპრესისთვის" გახდა ცნობილი,  რესტორანი, რომელიც პირველი სკოლის წინ განთავსდა, რამდენიმე თვეში გაიხსნება.  

ყოფილი ლიტოფონის ტერიტორიაზე "ახალი ქალაქი" მშენებლობას აწარმოებს.

სარაგბო კომპლექსი სრული დატვირთვით ჩემპიონატისთვის ამოქმედდება. 

ამ თემაზე: 

როგორი იქნება მინი ქალაქი, რომელიც ნიკეას ქუჩის მიმდებარედ მოეწყობა?

"საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ქუთაისში იქნება, 250 მილიონი ევრო დაჯდება"

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე „მაკდონალდსის“ მშენებლობა დაიწყო

"ვენდისის" ქუთაისის ფილიალში 150 ადგილობრივი დასაქმდება

მსოფლიო ჩემპიონატისთვის ქუთაისში სარაგბო ბაზა სრულად მოეწყო

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი