|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მხატვართა საშემოდგომო გამოფენა ქუთაისში [PHOTO]

ქუთაისში გალერეა „ვარლაში“ საშემოდგომა გამოფენა გაიმართა.

ქუთაისელმა და იმერელმა მხატვრებმა თავიანთი ნამუშევრრები ერთი სივრცეში გამოფინეს.

ღონისძიება იმერეთის მხატვართა რეგიონული ორგანიზაციის ორგანიზებით მოეწყო.

ორგანიზაციის თავმჯდომარის ვალერი მეძმარიაშვილის განცხადებით, ნამუშევრები ზესტაფონისა და ტყიბულის გარდა ყველა რაიონიდან არის წარმოდგენილი. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია პერიოდული გამოფენა მხატვრებისთვის, რასაც როგორც მხატვართა რეგიონული ორგანიზაცია, ასევე მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ.

გამოფენაში მონაწილოებდა ქუთაისელი მხატვარი ირმა კუხიანიძე, რომელმაც ზეთსა და ტილოზე შესრულებული ნახატები წარმოადგინა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ჯგუფური გამოფენა, რადგან ამ დროს ხდება სხვადასხვა თაობის მხატვართა შემოქმედების გაცნობა.

იმერეთის მხატვართა რეგიონული ორგანიზაციის მიერ ჯგუფური გამოფენები პერიოდულად გაზაფხულსა და შემდგომა ეწყობა. მხატვრებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი ნამუშევრები ფართო საზოგადოების წინაშე წარადგინონ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი