|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილი 25 აგვისტოს გახდება

უნივერსიტეტებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეს გამოქვეყნდება აპელაციის შედეგები.
”სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ იწყება ბაზების მომზადება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისთვის, პარალელურად მიმდინარეობს გათანაბრებისა და სკალირების პროცესი.

ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება”, - განმარტავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი