|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გამოსაძიებელი არაფერია - მეუფე იოანე სასულიერო პირების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს აფასებს

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მეუფის თქმით, ის ბრალდებები, რაც გაჟღერდა, ცილისწამებებია და გამოსაძიებელიც არაფერია.

"გამოსაძიებელი არაფერია, გიორგი სხილაძემ თავის დროზე მოინანია თავის პროვოკაცია, რაც მეუფე ზოსიმეს დააბრალა. 31 წლის წინ იყო ეს პოლიტიკური პროვოკაციები მოწყობილი. მაშინდელ ეკლესიას ებრძოდნენ, სხვათა შორის, პოლიტიკური ძალები. რატომ? - ჩემ მხარეზე რატომ არა ხარო. პატრიარქმა უთხრა, მე ერის მხარეზე ვარ მთლიანადო, ეკლესია არ იყოფა პარტიებად. ამის გამო იყო მთელი ობსტრუქცია მოწყობილი, მეუფე ზოსიმე გახდა მსხვერპლი ამისა. მას ცილი დასწამეს მაშინ და მეუფე იძულებული გახდა, გაერიცხა ისინი, მაგრამ თვითონაც გადადგა, რომ არ გართულებულიყო სიტუაცია, თუმცა ამათი აღდგენა მოხდა შენდობის შემდეგ. ახლა 31 წლის შემდეგ რა მოუვიდა ამ გიორგი სხილაძეს? ვინც მასთან ერთად იყო გარიცხული და აღდგენილი, ისინი მას მხარს არ უჭერენ. რატომ მაინც და მაინც ცუდი გინდა გამოაჩინოთ, თითქოს ის არის განმსაზღვრელი სამართლიანობისა და ვინც მართლა მართალია, ის ჩრდილში გაქვთ დატოვებული, ეს თვენი არჩევანია. საიდან მოგაქვთ? ვიღაც კუნჭულში რაღაცას დაიყვირებს და თქვენ აყვებით ამ ყვირილს, რასაკვირველია, ეს არის ცილისწამება"-განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა.

შეგახსენებთ, მამა გიორგი სხილაძეს სკანდალური განცხადების შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუხდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა