|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გამწვანების აქცია ნინოშვილის სკვერში

ნინოშვილის ბაღში "უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრების" კომიტეტის მიერ კუთხე მოეწყო. კომიტეტის წევრებმა ადგილზე სხვადასხვა სახის მარადმწვანე ნერგები და ვარდები დარგეს. ბაღი უგზოუკვლოდ დაკარგულთა სხოვნას ეძღვნება.  ასევე დაგეგმილია მემორიალის გახსნაც.

ხეების დარგვა "ჯისიარტისა" და "წითელი ჯვრის" ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოხდა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრების ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას ემსახურება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა