|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განათლებისა მინისტრმა ქუთაისის 30-ე სკოლაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

სკოლაში ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია. სკოლაში ასევე დასრულდა თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედნის მოწყობა. დიდი სტადიონი მოსწავლეებს მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრებებისა და სპორტის რამდენიმე სახეობაში ვარჯიშის საშუალებას მისცემს. სკოლას ასევე ექნება დახურული სპორტული დარბაზი, რომლის მოწყობაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

,,ქუთაისის 30-ე სკოლაში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები პარალელურად ათ საჯარო სკოლაში კეთდება. სასიამოვნოა ისიც, რომ ქუთაისის მერია ჩართულია და მხარს გვიჭერს ყველა აქტივობაში“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ.

2015 წელს ქუთაისში 10 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც - 1 830 973 ლარი დაიხარჯა. ასევე 2015 წელს, ქუთაისის მერიის დაფინანსებით მე-17 საჯარო სკოლის ფასადი მოეწყო.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა