|
  • EUR 1 = GEL 3.0595
  • USD 1 = GEL 2.4638
|

"განცხადებას არც ახლა და არც სასამართლოს დასრულების შემდეგ გავაკეთებ"- მერაბ კვირიკაშვილი

"განცხადებას არც ახლა და არც სასამართლოს დასრულების შემდეგ გავაკეთებ" -განუცხადა ცნობილმა რაგბისტმა მერაბ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს  დღეს ქუთაისის სასამართლოში, სადაც მისი საქმის არსებითი განხილვა იწყებება.

საქმე 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება, რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოყვა.

მერაბ კვირიკაშვილი  სასამართლოში  ადვოკატთან და მეგობრებთან ერთად იმყოფება.  მის ინტერესებს ადვოკატი ნუგზარ კვინიკაძე იცავს.

კვირიკაშვილის დასჯას ითხოვს გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის დედა ნანა თოდუა, რომელიც საქმეში ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებაზე მიუთითებს.   

საქმეს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე განიხილავს.

ბრალდების მხარემ ლევან სამხარაულის ექსპერტების დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რომლებმაც სატრანსპორტო ტექნიკურ ტრანსოლოგიური ექსპერტიზის შესახებ დადეს დასკვნა.  იგივე შუამდგომლობა დააყენა კვირიკაშვილოს ადვოკატმა. მისი თქმით, საჭიროა  დაიკითხნონ ექსპერტები, რადგან მათ მიერ დადებული დასკვნა მერაბ კვირიკაშვილს ამართლებს.

სასამართლომ მათი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მოხდება დასაკითხ პირთა სიაში ექსპერტების შეყვანა.  მტკიცებულებების გამოკვლევის გამო სასამართლო პროცესის არსებითი განხილვა 19 მარტისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ქუთაისთან მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ცოლ–ქმარი ემსხვერპლა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი