|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბანს უახლოეს მომავალში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ქ.გარდაბანს უახლოეს მომავალში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე შეემატება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ვახტანგ გაგუასთან ერთად, ქ.გარდაბანში არსებული ცენტრალური სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაობი დაათვალიერა.
პროექტის მიხედვით, ადგილზე უკვე მოწყობილია, კვების ობიექტი და ღია ფანჩატური, ასევე სავარჯიშო სივრცე და სკვერის მთავარი ობიექტი-ღია ტიპის საკონცერტო სცენა.
სკვერში არსებული სკამები და ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები ახლით ჩანაცვლდა, შეიცვალა არსებული ღობე და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები.
სამშენებლო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს"ტენდექსი" 958'495 ლარად ახორციელებს. პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ავტორი: ნიუპრესი