|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბანში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები სრულდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად დასკვნით ეტაპზეა გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ სართიჭალაში 800-მდე სანათი და ბოძი დამონტაჟდა.

შესრულებული სამუშაოების ხარისხს ადგილზე გაეცნო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი.

მიმდინარე წელს, გარე განათების ქსელის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  2 000 000 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, შედეგად მუნიციპალიტეტის 44-ივე სოფელში გარე განათების მოწყობის სამუშაოები 95%-ით შესრულდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა