|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მერია კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტს აზერბაიჯანულ ენაზე ავრცელებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით აზერბაიჯანული სექტორისთვის, მათთვის გასაგებ ენაზე ელექტრონულ ბროშურას “რეკომენდაციები მშობლების, პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისთვის” ავრცელებს.

მასალა მომზადებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, თარგმნილია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ პროექტის “კორონავირუსის (COVID-19) შესახებ ინფორმაციის გავრცელება ეთნიკურ უმცირესობებს შორის” ფარგლებში.

 

იხილეთ ელექტრონულ ბროშურა:  “რეკომენდაციები მშობლების, პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისთვის” 

ავტორი: ნიუპრესი