|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 32 საჯარო ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი რეგულაციების მკაცრი დაცვით მიმდინარეობს.
ბაღებში არსებულ ვითარებას დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით კარგარეთელი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელი ანტონ მამუკაშვილი ადგილზე გაეცნენ.
"მოგეხსენებათ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა ნორმალურ და უსაფრთხო გარემოში შეძლონ სასწავლო პროცესის წარმართვა. ბაღები სრულად არის აღჭურვილი სადეზინფექციო ხსნარებით და საჭირო ინვენტარით, რაც სააღმზრდელო პროცესის რეგულაციების დაცვით განხორციელებას უზრუნველყოფს. წარმატებებს ვუსურვებ პედაგოგეგბს და ჩვენს პატარებს"- განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.
 

ავტორი: