|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გამარჯვებაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გამარჯვებაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
ადგილზე სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-რამაზ ბუდაღაშვილი, მერის პირველი მოადგილე-დავით კარგარეთელი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი-ვახტანგ გაგუა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი-ზურაბ ჩიტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები იმყოფებოდნენ.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "დინ გრუპი" ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, რეგიონალური განვითარების ფონდის დაკვეთით ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში, სოფლის შესასვლელი 2 კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად მოასფალტდება.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა