|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის თვითმმართველობის წარმომადგენლები ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრები: საკრებულოს თავმჯდომარე - ტარიელ ჯანხოთელი, მისი მოადგილე - რაფი ორუჯოვი, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე - ზაზა ონიანი, საკრებულოს ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები: ზურაბ მჭედლიშვილი, მიხეილ გედეხაური, ლევან ნიჟარაძე, გიორგი გურულიშვილი და გენადი იორდანაშვილი,  "ქართული ოცნების" ინიციატივას უერთდებიან და მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ. 

გარდა ამისა, მოქალაქეთა მიმართ სოლიდარობის კამპანიას საკრებულოს აპარატის თანამშრომლებიც შეუერთდებიან და ფონდში სამი თვის განმავლობაში, საკუთარი ხელფასის 5%-ს გადარიცხავენ.

“ჩვენი მოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრებმა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა ერთობლივად გადავწყვიტეთ, შევიტანოთ წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში და  კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, ჩვენი მომდევნო სამი თვის ხელფასიდან გადავრიცხოთ გარკვეული თანხა. ესაა ვირუსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და თანადგომა” - განაცხადა ტარიელ ჯანხოთელმა.

 

[R]

ავტორი: ნიუპრესი