|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გარემოვაჭრეებთან ტურისტები ფოტოებს იღებენ, ორგანიზებული სანახაობა ჰგონიათ“-ბესიკ ბრეგაძე

 „გარემოვაჭრეებთან ტურისტები ფოტოებს იღებენ, ორგანიზებული სანახაობა გონიათ“,-ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  ბესიკ ბრეგაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისში გარევაჭრობამ  მასიური სახე მიიღო და ამას ქალაქის თვითმმართველობამ ყურადღება უნდა მიაქციოს. ბრეგაძეს ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ უპასუხა. მისი განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებს ელოდებიან.

„გარემოვაჭრეები,- ეს დღევანდელი პრობლემა არ არის. დღევანდელი კანონმდებლობით, ჩვენ არ გვაქვს საშუალება სანქციები დავუწესოთ მოვაჭრეებს. ველოდებით ცვლილებებს კანონში, რის შემდეგაც  ადგილობრივ თვითმმართველობას ექნება საშუალება მოახდინოს აღნიშნულის რეგულირება. ჩვენ ისე ვერ ვიზამთ, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა, საპატრულო პოლიციის დახმარებით.  თქვენსავით მოქალაქეებს ცემითა და  შეურაწყოფით ვერ  გავაძევებთ ქუჩიდან“, - აღნიშნა მურღულიამ.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი