|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გათავისუფლდებიან თუ არა ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლები?

ქუთაისის ბაღების გაერთიანებაში რეორგანიზაციის მორიგი ეტაპი მიმდინარეობს. ამ დროისთვის რეორგანიზაციის შესახებ განცხადებები ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაბარდა. როგორც გაერთიანების იურისტი რამაზ იობიძე აცხადებს, რეორგანიზაციის პროცესში განცხადებები შესაძლო გათავისუფლების შესახებ თანამშრომლებს შრომის კანონის ფარგლებში ჩაბარდათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე გათავისუფლდება.

"რეორგანიზაცია გამოცხადდა 15 აპრილს, ყველა თანამშრომელს ადმინისტრაციაში ჩაბარდა გაფრთხილების წერილი, მათი სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.  ეს ერთგვარი ფორმალობაა - შრომის კოდექსის თანახმად, რეორგანიზაცია თანამშრომელთა გაფრთხილებას საჭირებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება გათავისუფლება. სამსახურების დამსხვილება მიდის და არაა გადაწყვეტილი ვინმეს გათავისუფლება. ამ ეტაპზე პროცესი ამ მიმართულებით არ მიდის. შესაძლოა, მოხდეს  სამსახურების დამსხვილება. 15 მაისამდე ცვლილება არ იგეგმება. ამის შემდეგ  სახეზე იქნება  მოცემულობა, როგორ განვითარდება პროცესი.  თუ ვინმეს გაშვება გადაწყდება, იქნება ცნობილი. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, არაა გამორიცხული, არ მოხდეს თანამშრომელთა როადენობის შემცირება" , –განაცხადა რამაზ იობიძემ.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციაში 23 თანამშრომელია, 2 ხელშეკრულებითაა აყვანილი. რეორგანიზაცია ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა ლორთქიფანიძემ გამოაცხადა, შესაბამისად, რეორგანიზაცია ხელმძღვანელს არ ეხება.

რამაზ იობიძემ "ნიუპრესთან" გათავისუფლებული გამგის,  ნანა კაკურიას საქმის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ამ დრომდე სასამართლოს გადაწყვეტილება არ მისვლიათ, რის შემდეგაც გახდება ცნობილი გასაჩივრდება თუ არა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა