|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაუკეთე სიკეთე პლანეტას" -გზავნილები ცნობილ ადამიანებს

კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი ორგანიზაცია RICDOG-მა საქართველოს მასშტაბით ცნობილ ადამიანებს წერილის სახით გაუგზავნა. 

აქცია "გაუკეთე სიკეთე პლანეტას" ფარგლებში პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებსა და ცნობილ ადამიანებს წერილები ფოსტით გაუგზავნეს.  მათ შორის ვინც წერილს მიიღებს არის: პრემიერ მინისტრი, ქუთაისის მერი, პირველი ლედი  და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი.

"თითოეული წერილი ადრესატზე მორგებულია და არის  კონკრეტული რჩევის მატარებელი. რჩევები კი, რა თქმა უნდა, მოიცავს ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილებების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას მათი სამუშაო არეალიდან გამომდინარე. სიკეთის სპონტანურად გამოვლინების საერთაშორისო დღეს,  ყველაზე დიდი სიკეთე  პლანეტისთვის შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ გარემოს, სადაც ვცხოვრობთ და ერთად ვიზრუნოთ მის დაცვაზე" - ამბობს ორგანიზაციის გენერალური მდივანი  ეკატერინე მარუქაშვილი.

წერილების გაგზავნის გარდა RICDOG-მა ტრადიციულად მსვლელობა ე.წ. "სიკეთის ქარავანი" მოაწყო. მსვლელობის დროს აქციის მონაწილეები გამვლელებს სიმბოლურად ურიგებდნენ ტკბილეულს, რომელზეც შებმული იყო სურვილები, სხვადასხვა მესიჯები, პლანეტის გაფრთხილების მოწოდებით.

აქცია "გაუკეთე სიკეთე პლანეტას" - RICDOG-ის პროექტის "Charging Eco Space"-ის ფარგლებში იმართება. პროექტის ფარგლებში აღნიშნული აქტივობის გარდა დაგეგმილია კიდევ 2 აქტივობა. თითოეული აქტივობის მიზანია, ადგილობრივებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების გაზრდა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა საშუალებებზე.

RICDOG-ი მე-7 წელია "სიკეთის ეპიდემიის" სახით  აღნიშნულ დღეს უერთდება.

ავტორი: ნიუპრესი