|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გავა რამდენიმე კვირა და დაიწყება იმ 82%-ის წუწუნი და ხელისუფლების კრიტიკა"

ქუთაისში ამომრჩეველთა დაბალ აქტივობაზე საუბრობს საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე, რომლის განცხადებითაც, ქუთაისში რეგისტრირებული 152 561 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 27 427 (18%)-მა მიიღო. არჩევნებზე არ მივიდა 125 134 ამომრჩეველი (82%), ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ არის უძრაობა და რატომ არ ვითარდება ქალაქი.

„დღეს თვალნათლივ გამოჩნდა, რომ არჩევნების "ბედი" პარტიების კოორდინატორებზეა დამოკიდებული, არ "იაქტიურეს" კოორდინატორებმა და ლამის მე-2 ტურის ლეგიტიმაციის საკითხი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. 

მე პირადად, 4-ის წუთებზე მივეცი ხმა და 1150 ამომრჩევლიდან 96-ე ვიყავი. 4-5 საათის შემდეგ გააქტიურდა პარტია და რომ არა სახელისუფლებო პარტიის კოორდინატორების სასწრაფო წესით "ჩართვა" ამ პროცესში, აქტივობის ხარისხი 12-13 %-ს ვერ ასცდებოდა.
გავა რამდენიმე კვირა და დაიწყება იმ 82%-ის წუწუნი და ხელისუფლების კრიტიკა, რითაც აღარაფერი შეიცვლება.. როდემდე? შეცდომებზე რატომ ვეღარ ვსწავლობთ, რა წყევლა გვაქვს ასეთი?"-წერს ნატო ქათამაძე.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა