|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გახდი სტუდენტი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე"

"გახდი სტუდენტი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე და მეორე სემესტრიდან შეძლებ ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას",- ამგვარი შინაარსის  შეტყობინება ამ დღეებში თითქმის ყველა სატელეფონო ქსელის აბონენტმა მიიღო. ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებითაც ვრცელდება, რასაც განათლების სამინისტრო გამოეხმაურა.

  სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ქვეყანაში გააქტიურებულია თაღლითური ჯგუფები, როს გამოც  აბიტურიენტებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. 

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს მიმართავს თხოვნით, სწავლის გაგრძელებამდე, დააზუსტონ მათ მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, წარმოადგენს თუ არა ავტორიზებულ სუბიექტს.
სავარაუდოდ, თანხების გამოძალვის მიზნით, ინტერნეტსივრცეში, ბოლო დროს, აბიტურიენტებს სულ უფრო და უფრო მეტად სთავაზობენ გამოცდების გარეშე სრულიად გაუგებარ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას, საიდანაც, თითქოს, პირველივე სემესტრშია შესაძლებელი სტუდენტმა სწავლა მისთვის სასურველ ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტში გააგრძელოს.
მსგავსი შეთავაზება მეტად სარისკოა, რადგან ასეთ სასწავლებლებს, როგორც წესი, არ აქვთ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი პროცედურა – ავტორიზაცია.


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც"-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი