|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,გახდი გიდი შენს ქალაქში“- პროექტის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ

,,გახდი გიდი შენს ქალაქში“, - პროექტი  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების ინიციატივით განხორციელდა.  

პროექტის ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის 10  სტუდენტი გადამზადდა. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, სტუდენტებთან ურთიერთობის გაძლიერებას, გიდის პროფესიის პოპულარიზაციას, ცნობიერების ამაღლებას ქალაქის განსაკუთრებულობასა და მის ტურისტულ პოტენციალზე.

ერთი კვირის განმავლობაში პროექტის მონაწილეებმა თემატიკის მიხედვით გაიარეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი. სტუდენტებს მერისგან  სერტიფიკატები გადაეცათ.  ქუთაისის მერის,  შოთა მურღულიას განცხადებით,  ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

"ქალაქის განვითარებისთვის  ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ტურიზმია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ  მეტად განვავითაროთ ტურიზმი ქუთაისში, ამისთვის ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, ასევე ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს.  ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გადამზადება, ვინაიდან ჩვენ  ნამდვილად გვაქვს გიდის დეფიციტი",- აღნიშნა მურღულიამ.

"შევიძინეთ უნარ-ჩვევები, გავხდით კვალიფიციურები.ეს კი მნიშვნელოვანია ჩვენი წარმატებისათვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იდეიის ავტორს",-აღნიშნა პროექტის მონაწილემ გოჩა გაბუნიამ.

წარჩინებული სტუდენტები გავლიან სტაჟირებას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილებასა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა