|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გენდერული პრობლემების ინტეგრაცია აქტუალური უნდა იყოს ყველა სფეროში"

ქუთაისის გენდერის მედიაცენტრში  ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა.  გენდერულ ინიციატივების და მათი მნიშვნელობების შესახებ ორგანიზაცია  "განათლება და სამყარო" -ს ხელმძღვანელმა ნანული რამიშვილმა ისაუბრა. რამიშვილმა  გენდერულ მიდგომებზე, მნიშვნელობებზე,  სკოლამდელი ბავშვების ინფორმირებულობის აუცილებლობაზე, გენდერული ბიუჯეტის, გენდერული განათლების და გენდერის მნიშვნელობების შესახებ ისაუბრა.

"გენდერული პრობლემების ინტეგრაცია აქტუალური უნდა იყოს ყველა სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანიაამ  მიმართულებით ცნობიერების ამაღლება ჟურნალისტებისთვის. ვფიქრობ,  შეხვედრა ინფორმაციული და საინტერესო აღმოჩნდა",-აღნიშნა რამიშვილმა.

"ქუთაისის გენდერის მედია ცენტრში დღევანდელი შეხვედრა მიეძღნა გენდერულ ცენტრებს. ჩვენ დღეს ვსაუბრობდით თემებზე, როგორ არიან ინფორმირებული სკოლამდელი ასაკის ბავშვები. რას ნიშნავს გენდერული მიდგომა, გენდერული ბიუჯეტი და გენდერული განათლება. ამ საკითხების ირგვლივ შედგება დოკუმენტი და როდესაც მოხდება მომდევნო წლის ბიუჯეტში ამ საკითხების ასახვა, ჩვენი გენდერის მედიაცენტრი შეეცდება, რომ გარკვეულწილად  ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში  ადგილობრივ თვითმართველობასთან გავწიოთ მისი ადვოკატირება", - განაცხადა გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა ქეთი ბერძენიშვილმა.

ღონისძიება იმართება პროექტის "აირჩიე თანასწორობა" ფარლებში   ჟურნალისტთა ქსელის "გენდერული თანასწორობისთვის"  მხარდაჭერით.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა