|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსთავი 2"- ის აქციას პოლიტიკოსები აფასებენ [PHOTO]

რუსთაველის გამზირზე "რუსთავი 2"- ის მხარდამჭერი აქცია დასრულდა.

აქციაზე  შეკრებილ ათასობით ადამიანს სიტყვით მიმართეს ტელეკომპანიის თანამშრომლებმა  და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მათ საზოგადოებას თავისუფალი სიტყვის დაცვისაკენ მოუწოდეს.

აქციაზე ქუთაისიდან და იმერეთიდან  პოლიტიკური პარტიების "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გია უკლებას განცხადებით, მთლიანად იზიარებენ ნიკა გვარამიას პათოსს.  "ვეთანხმები გვარამიას პათოსს - ჩვენ ვერ ავეწყობით ივანიშვილის რეჟიმზე,  ჩვენ გვაქვს ჩვენი რეჟიმი, რასაც სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი საქართველო ქვია. ივანიშვილს სძულს ყველაფერი, რაც თავისუფლებას უკავშირდება. ასე რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენ თავისუფლებას. შესანიშნავი აქცია იყო და შესანიშნავ ხასიათზე ვართ თითოეული ჩვენთაგანი", -განაცხადა უკლებამ. 

"ეს იყო ზეპარტიული აქცია, შეიძლება ითქვას,  გარკვეულწილად,  ნოუჰაუ ქართულ რეალობაში. როგორც  ერთ-ერთმა  გამომსვლელმა თქვა, ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება აქვთ, იყვნენ ერთად, რადგან ყველა პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება. მისასალმებელია, ძალიან ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი ორგანიზების გარეშე და  მხოლოდ პარტიული აქტივი არ იყო წარმოდგენილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე შევხედე ერთ მუშტად შეკრულ საზოგადოებას, რომლისათვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლების შენარჩუნება", -განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გია თევდორაძემ.

 

 

         

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა