|
  • EUR 1 = GEL 3.0595
  • USD 1 = GEL 2.4638
|

გიგი უგულავა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხონის მოსახლეობას შეხვდა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას გეგმავს, ადგილობრივ მოახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

უგულავა უკვე შეხვდა ხონში, სოფელ ქუტირის მცხოვრებლებს.

მოსახლეობა დეპუტატობის კანდიდატს  მძიმე სოციალური ფონის გარდა, მოსახლეობა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც ესაუბრა. ადგილობრივების თქმით,  ხელისუფლებამ წყლისა და კანალიზაცის სისტემის პრობლემა სანახევროდ გადაჭრა. სისტემა ყანებზე გადაატარეს და მილებისთვის ამოთხრილი ტერიტორია იგივე მდგომარეობაში დატოვეს. მათივე ინფრომაციით,  ამორტიზირებულია გაწმენდითი ნაგებობაც, რის გამოც მოსახლეობას დაბიძურებული წყალი მიეწოდება.

 უგულავას განცხადებით, მისი მიზანია მაქსიმალურად დაეხმაროს მოსახლეობას და პროექტებისათვის გამოყოფილი ფული ოპტიმალურად, ინფრასტრუქტურის სწორად მოგვარებაზე დაიხარჯოს. 

 

შეგახსენებთ,  ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი გიორგი ლილუაშვილმა გასული წლის დეკემბერში დატოვა. ის პრემიერის ბრძანებით, სუსის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 

გამოთავისუფალი მანდატისთვის პარლამენტის შუალედური არჩევნები, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი