|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-"პირი, რომლის სახლშიც კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიაკონი გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცავებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის,-აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გიორგი  ჯახუა არა მღვდელმსახური, არამედ ერისკაცია.

შსს-ში ასევე ადასტურებენ, რომ საცხოვრებელი სახლიდან კანაფის ამოღების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.  „სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. 

ასევე ჯახუას მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. რაც შეეხება იაღარს, რომლის წაღებასაც დიაკონი სამართალდამცველებს აბრალდებს, სამინისტროში არ ადასტურებენ. ჯახუას თქმით, კი იარაღი ანტიკვარული იყო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჯახუას თქმით, ის მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონია. როგორც მან დღეს, „გირჩის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 17 იანვარს, სამართალდამცავებმა ქუთაისში მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და იარაღი და მარიხუანა ამოიღეს, რასაც დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. 

ავტორი: ნიუპრესი