|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრი ,,რევიზორით" საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგება

 თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა, 26 თეატრის 28 განაცხადიდან,  მხოლოდ 6 თეატრის  6 სპექტაკლი შეარჩია. მათ შორის, მესხიშვილის თეატრის ,,რევიზორი" რეჟისორ გიორგი სიხარულიძის დადგმით.

,,თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რომ ავტორიტეტული ფესტივალია, ამაზე აღარავინ დავობს. გვინდა ფესტივალის ორგანიზატორებს მადლობა ვუთხრათ და მივულოცოთ ევროპის თეატრების ასოციაციისგან ასეთი მასშტაბის  აღიარება და 18 სექტემბერს,  ბრიუსელში გამარჯვება ვუსურვოთ! ეს უდიდესი ჯილდოა მთლიანად საქართველოსთვის! "- აცხადებს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი ,,რევიზორს" რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე,  2 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარადგენს.

ავტორი: ნიუპრესი