|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გირჩი" ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის დაწყებას აანონსებს

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ქუთაისის ოფისი ადგილობრივი თვითმმართველობის კონტროლს იწყებს. პოლიტიკური ცენტრის განცხადებით, 1 დეკემბრიდან "გირჩთან" არსებული სტუდენტთა მონიტორინგის ჯგუფი მუშაობას შეუდგება. ჯგუფის წევრები ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს მონიტორინგს გაუწევენ, გადამოწმებენ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციების სისწორეს. მათი წინასწარი განცხადებით, "ქუთაისელებისათვის რეალური ინფორმაცის მიწოდებაზე ათამდე ახალგაზრდა იზრუნებს".

შეგახსენებთ, ახალი პოლიტიკური ცენტრის  ქუთაისის ორგანიზაციის განცხადებით,  მათი მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ჩართულობა და თვითმმართველობის საქმიანობის კონტროლი.

ავტორი: მარუსა ხურციძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა