|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გრიპის ვირუსული პნევმონიით 34 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე 34 წლის ელისო ვარდანიძე გარდაიცვალა.  გავრცელეული ინფორმაციით, ელისო ვარდანიძე გრიპის ვირუსის გართულებული ფორმით გუშინ, საღამოს, ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გრიპის ვირუსმა პნევმონია გამოიწვია.

ვარდანიძეების ოჯახი გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენებას ვერ ახერხებს და დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს.

ელისო ვარდანიძე წარმოშობით ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხიდან არის.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი