|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გთხოვთ, იყავით კეთილგანწყობილი ჩემს მიმართ, მე თქვენი სიყვარული მჭირდება"

ცნობილი მომღერალი რობი უილიამსი დღეს, ”დინამო არენაზე” კონცერტს გამართავს. მსოფლიო ვარსკვლავი თბილისში პროექტ ”Chek in Georgia”-ს ფარგლებში იმყოფება. 

”ერთი სული მაქვს, მივიღო თქვენი სიყვარული. ამას ძალიან ველოდები. გთხოვთ იყავით კეთილგანწყობილი ჩემს მიმართ, მე თქვენი სიყვარული მჭირდება. მე ვიცი კარგი პუბლიკის ფასი”, – განაცხადა რობი უილიამსმა 2 დღის წინ თბილისში ჩამოსვლისას.
მსოფლიო ვარსკვლავი თბილისი პროექტ ”Chek in Georgia”-ს ფარგლებში იმყოფება. 

პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ მოძრაობის მიზნით, 27 მაისს, 15:00 საათიდან, ავტომანქანით გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე აიკრძალება. 

 

ავტორი: ნიუპრესი