|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჰესის მოწინააღმდეგეებმა აქცია გუმათში კომპანია "ენკას" ოფისთან გამართეს

ხმაური და ხალხმრავლობა იყო გუმათში, კომპანია ენკას ოფისთან, სადაც ნამოხვანჰესის მოწონააღმდეგეები მივიდნენ.

აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და კომპანიის გასვლას მოითხოვენ. "მონები"-სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

მათ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ურჩევს მათ, არ აყვნენ პროვოლაციას.

გოლეთიანის თქმით, პოლიციამ თავად დაიწყო კამათი და ამით ცდილობენ აქციის მონაწილეები წამოეგოთ პროვოკაციაზე. 

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები უკვე კომპანიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ და კარავთან გადაინაცვლებენ.

როგორც მათ თქვეს, კომპანიასთან მივიდნენ, რათა ეჩვენებინათ, რომ არ არიან აგრესიულები და მშვიდობიანად ცდოლობენ გამოხატონ თავიანთი პოზოცია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა