|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუმათში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

ქუთაისში, გუმათჰესში ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება.

ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით ადგილიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.  ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.   შესაძლოა, დამატებით ეკიპაჟების მობილიზებაც მოხდეს.

ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. მისი განცხადებით, სამაშველო და სახანძრო ეეკიპაჟები ყველაფერს აკეთებენ ხანხრის დროულად ლოკალიზებისთვის.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი