|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გურიაში ჩვენ ღირსეული კანდიდატები წარვადგინეთ"

გურიაში ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატები წარვადგინეთ,-„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა გურიის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატენის წარდგენა შეაჯამა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სიმბოლურია, რომ გურიის ინტერესების დასაცავად უფროსი თაობის წარმომადგენლები და ახალგაზრდებიერთად იბრძოლებენ.

 „თემურ ჭკუასელი ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში, ვფიქრობთ, რომ ძალიან ღირსეულად წარმოადგენენ ამრაიონების, რეგიონის მაცხოვრებლების ინტერესებს. გურიას აქვს ძალიან კარგი პოტენციალი- ტურისტული, საწარმოო, სოფლის მეურნეობის.ჩვენ ჩაის აღორძინებას ვგეგმავთ და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგად იქნება ყველაფერი, რადგან მართლაც ძალიან კარგი, გამორჩეულიგუნდი გვყავს“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ. 

გურიის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს გამარჯვებაში დარწმუნებულია პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე.

„დღეს დავასრულეთ გურიის რეგიონში წარდგენები. გუშინ გვქონდა ოზურგეთში ძალიან დიდი, ხალხმრავალი შეხვედრა, სადაც არჩილთალაკვაძე და თემურ ჭკუასელი წარვადგინეთ. გულწრფელად მინდა მათ წარმატებები ვუსურვო. კარგად მესმის რამხელაპასუხისმგებლობაა იყო შენი ქალაქის, შენი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ხმა პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები ღირსეულად მიიტანენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

(R)

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა