|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გვაქვს ახალი გამოწვევები და შესაძლოა, მოხდეს რეორგანიზაცია"- დავით წიტაიშვილი

„დიახ, მე ვარ გიორგი ჭიღვარიას მეგობარი, მაგრამ ამ შემთხვევაში მან არჩევანი პროფესიონალიზმის მიხედვით გააკეთა“, -ამგვარად გამოეხმაურა დავით წიტაიშვილი მისი ახალი პოსტის შესახებ გაჟღერებულ შენიშვნებს. მისი თქმით, მასზე საუბრობენ ადამიანები, რომლებმაც მისი გამოცდილების შესახებ არ იციან.

 „მე ვიყავი და ვარ გიორგი ჭიღვარიას მეგობარი, მაგრამ ამ შემთხვევაში, მან არჩევანი არა მეგობრობის, არამედ გამოცდილების გამო გააკეთა. მე 23 წელია ვმუშაობ უნივერსიტეტში, 10 წელი ვმუშაობდი "ბავშვთა სოფელში" და ამით გააკეთონ დასკვნები, როგორი ურთიერთობა მაქვს ბაშვებთან. არასწორია ამაზე აპელირება, თითქოს მეგობრობის გამო გაკეთდა ჩემზე არჩევანი“,-განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

მისი თქმით, ის საკრებულოშიც სწორედ იმ კომისიაში იყო, რომელსაც ბაღების ააიპების კურირება ებარა. მან ასევე უპასუხა კითხვას, საკრებულოში ოთხწლიანი მუშაობის განმავლობაში მისი პასიურობის შესახებ. წიტაიშვილის თქმით, საკრებულოს დეპუტატობა მხოლოდ კრიტიკულ დამოკიდებულობას არ ითვალისწინებს.

„გული მწყდება, რომ საკრებულოს მუშაობას აფასებენ კრიტიკულობით და არა ეფექტურობის მიხედვით. ამ წლების განმავლობაში ჩვენ საქმეს ვაკეთებდით და არ ქონდა მნიშვნელობა, რომელი პარტიის მუნდირს ვატარებდი, ჩვენ ვიყავით ორიენტირებული საქმეზე და არა ბრჭყვიალა პიარზე“, -განაცხადა წიტაიშვილმა.

"ბაგა-ბაღების გაერთიანების" ახალი ხელმძღვანელი დღეს თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმა გააცნო.

„დღეს შევხვდი თანამშრომლებს. გავესაუბრე და გავაცანი გეგმები, რა სერვსიები დაიგეგმება“, -განაცხადა წიტაიშვილმა. კითხვაზე, იგეგმება თუ არა რეორგანიზაცია ააიპში, პასუხობს, რომ ის ენდობა თანაშრომლებს, მაგრამ თუ ახლა გამოწვევებს ფეხს ვერ აუწყობენ, რეორგანიზაციასაც არ გამორიცხავს.

„ვენდობი ჩემს თანმაშრომლებს და გუნდს, მაგრამ, ჩვენ გვაქვს ახალი გამოწვევები, ახალი სერვისები და ვინც ვერ აუწყობს ფეხს ამ გამოწვევებს, შესაძლოა, მოხდეს რეორგანიზაცია, მაგრამ ჯერ გაცნობის პროცესში ვარ“, -განაცხადა დავით წიტაიშვილმა.  როგორც მან განაცხადა, ჯერ გაერთიანების ბიუჯეტს არ გაცნობია.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა