|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იმერეთიდან აქციას "ნაციონალური მოძრაობის" ათასზე მეტი აქტივისტი უერთდება"

"რუსთავი 2" მხარდამჭერ აქციას იმერეთიდან  "ნაციონალური მოძრაობის" ათასზე მეტი აქტივისტი შეუერთდება  - ამის შესახებ "ნიუპრესს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ განუცხადა. 

"მთელი იმერეთის მასშტაბით ათასზე მეტი აქტივისტი უერთდება აქციას,  დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას და არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას,  რომ დახუროს "რუსთავი -2" და დაასრულოს ის პროცესები, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიდის, მიგვაჩნია, რომ დღეს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა შუშანიამ.

მისი თქმით, რუსთავი 2-ის მხარდამჭერები, რომლებიც  იმერეთიდან გაემგზავრნენ,  აქციის მონაწილეებს ვარდების მოედნიდან შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს გაიმართება. აქციას "რუსთავი 2" თანამშრომლებთან და გულშემატკივრებთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან. 

 

(ფოტო არქივიდან)

ავტორი: ირინა მაკარიძე