|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი "ევროპულ კვირეულში" მონაწილეობს

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან. დელეგაციის წევრები ევროპის კავშირის მიერ ორაგნიზებულ რეგიონებისა და ქალაქების ევროპულ კვირეულში იღებენ მონაწილეობას. ღონისძიება წელს მეცამეტედ იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის 6 ათასიi  წარმომადგენელი მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტი იმერეთის მხარესთან დამეგობრებული პოლონური რეგიონის, კუიევსკო–პომორსკის, გუბერნატორის პიოტრ ცობევსკის პირადი მოწვევითა და დაფინანსებით განხორციელდა.

კვირეულის ფარგლებში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოს ელჩს ბელგიის სამეფოში და ქვეყნის წარმომადგენელს ევროკავშირში ნატალია საბანაძეს შეხვდებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა