|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 97 შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა - 116, იმერეთი - 97, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 80, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 958, საიდანაც: 2 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 206, აჭარაში - 379, იმერეთში - 352.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 400 პირი, მათ შორის, თბილისში - 193, აჭარაში - 47, იმერეთში -70.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 56, აჭარაში - 6, იმერეთში - 7.

323 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 190 - თბილისში, 126 - აჭარაში. 5 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 894 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა