|
  • EUR 1 = GEL 2.9405
  • USD 1 = GEL 2.4863
|

ოჯახში ძალადობის ნიადაგზე იმერეთში ხუთი მკვლელობა მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2017 წლის ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სტატისტიკას ავრცელებს. შსს-ს კვლევით 2017 წლის 24 მაისის ჩათვლით იმერეთში  ოჯახში ძალადობის ნიადაგზე 5 მკვლელობა და ერთი ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი გამოვლინდა. ხუთი თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის   450 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან დევნა 332 ფაქტზე დაწყებულია. გასული წლის მონაცემებით კი, მთელი წლის მანძილზე სულ 1416 ძალადობის შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ხუთი შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

2017 წელს შსს-მ ოჯახში ძალადობის ფაქტზე  1030 შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი