NewPress.ge RSS Feed https://www.newpress.ge/index.php/37461 10 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება http://newpress.ge/uploads/all/images/10.PNG ოჯახი დახმარების მსურველებისთვის საბანკო რეკვიზიტებს აქვეყნებს. გიორგი ბერიშვილის დედა საზოგადოების დახმარებას ითხოვს. მშობლის ინფორმაციით, 10 წლის გიორგის განვითარების შეფერხება აღენიშნება. ბავშვს ესაჭიროება ფსიქიატრის კონსულტაცია, შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა და მედიკამენტოზური მკურნალობა, რისი ფინანსური შესაძლებლობაც ოჯახს ამ ეტაპზე არ აქვს. ოჯახი დახმარების მსურველებისთვის საბანკო რეკვიზიტებს აქვეყნებს. თიბისი:GE66TB7842845061100138საქართველოს ბანკი:GE66BG0000000610025929მიმღები: გიორგი ბერიშვილი https://www.newpress.ge/index.php/37453 ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე - დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან http://newpress.ge/uploads/all/images/Press.jpg ბანკი 6 გამარჯვებულს 10 სამუშაო დღის ვადაში გამოავლენს. თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად მათ სარგებელსა და საჭიროებებზე მორგებულ  შეთავაზებებს უმზადებს, განსაკუთრებით კი, გაზაფხულის პერიოდში.  ამჯერად, ბანკმა ფეხბურთის მოყვარულებზე იზრუნა და Mastercard-თან ერთად, დაუვიწყარი საჩუქრის მოპოვების შესაძლებლობა მისცა. 23 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით,  ახალი თიბისი MasterCard ბარათით ან ახალი თიბისი კონცეპტ MasterCard ბარათებით ნებისმიერ  უცხოურ ვებგვერდზე რაოდენობრივად ყველაზე მეტი გადახდის შესრულების შემთხვევაში, საჩუქრად გადმოგეცემათ ორკაციანი საგზური უეფას ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლის ფინალზე, რომელიც 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება.  გათამაშების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ბანკი გამოავლენს 6 გამარჯვებულს (ვისაც 23 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ექნება რაოდენობრივად ყველაზე მეტი ტრანზაქცია განხორციელებული) და თითოეული მათგანი მიიღებს 2 ბილეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალზე.  საგზური მოიცავს: ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორ ბილეთს ავიაბილეთებს სასტუმროში განთავსებას   გათამაშების   შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.    ახალი თიბისი ბარათით, რომელიც 1 წლის წინ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა, უკვე 1 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს, რაც მას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად ყოველდღიურ საბანკო ბარათად აქცევს. მომხმარებლებისთვის ბარათის მთავარი უპირატესობები- მოქნილი ციფრული გამოცდილება, პროდუქტის მარტივი გამოყენებადობა და მომენტალური ქეშბექია, რაც ყოველდღიური ბანკინგის ახალ სტანდარტად იქცა.  ახალი თიბისი ბარათების აღება 25 წამში, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი, გამოყენება კი მომენტალურად, ციფრულ საფულეში დამატებისთანავე. https://www.newpress.ge/index.php/37447 თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა http://newpress.ge/uploads/all/images/a5%20panel.jpg ღონისძიებამ 500-მდე სტუმარს უმასპინძლა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. თიბისი კაპიტალმა, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გამართა. ღონისძიება უკვე მეორედ ჩატარდა და 500-მდე სტუმარს უმასპინძლა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. გლობალურ ეკონომიკაში რეგიონის მზარდი როლის ფონზე, გაიზარდა კაპიტალის ბაზრების მიმართ ინტერესიც - ამ პროცესების საპასუხოდ კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, ინვესტორები, ემიტენტები და მარეგულირებლები. თიბისი კაპიტალის მოწვევით, საქართველოს ესტუმრნენ და კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მათ შორის: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins. კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია წელს გაფართოებული ფორმატით ჩატარდა - იმსჯელეს გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და უზბეკეთზე: მიმოიხილეს საქართველოს კაპიტალის ბაზარი, რომლის მოცულობაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გასამმაგდა და 3 მილიარდ ლარს მიაღწია. ასევე, იმსჯელეს უზბეკეთში მიმდინარე ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე, რომელიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის ინვესტორებისთვის. “ფასიანი ქაღალდების მიმართ მზარდი ინტერესის ფონზე კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. წელს ღონისძიებას 450-ზე მეტი პარტნიორი და საერთაშორისო ექსპერტი დაესწრო, მათ შორის, მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან. საქართველოში კაპიტალის ბაზარი მნიშვნელოვნად გააქტიურდა: ბოლო ხუთი წლის საშუალო წლიური ზრდა 29%-ს შეადგენდა, გასულ წელს კი 19%-ით გაიზარდა და საჯარო და კერძო განთავსებების ჯამურმა მოცულობამ 2.9 მილიარდ ლარს მიაღწია. ადგილობრივ ბაზარზე თიბისი კაპიტალი სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და 56%-იანი წილი უჭირავს. რაც შეეხება საერთაშორისო ობლიგაციებს, 2018 წლიდან დღემდე საქართველოდან 16 ევროობლიგაციაა განთავსებული, საიდანაც თიბისი კაპიტალმა 12 ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა. კაპიტალის ბაზრების კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარებით და წარმატებული მაგალითების განხილვით ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში კაპიტალის ბაზრის ზრდასა და გაძლიერებას”, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. “საქართველოს საფინანსო სექტორი კვლავ მყარი, მდგრადი და სტაბილურია, და ისევ გადამწყვეტ როლს თამაშობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.  ამავდროულად, საფინანსო სექტორის შემდგომი დივერსიფიკაცია - განსაკუთრებით კაპიტალის ბაზრების განვითარების გზით - არსებითად მნიშვნელოვანია დაფინანსების წყაროების გასაფართოებლად და გრძელვადიანი, მდგრადი ზრდის მხარდასაჭერად. საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა, ხოლო 2025 წელი ძლიერი და ხელშესახები პროგრესის კიდევ ერთი წელი იყო. 2025 წლის ბოლოსთვის, მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობა წლიურად 33.3%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდ ლარს მიაღწია. გარდა ამისა, 2025 წელი გამოირჩეოდა ემისიის ყველაზე მაღალი აქტივობით ისტორიაში - წლის განმავლობაში 1.58 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი ემისია განხორციელდა”,- ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.  ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა პირისპირ შეხვედრები გამართეს საერთაშორისო ბანკებთან და ინსტიტუციურ ინვესტორებთან, რაც ხელს უწყობს რეგიონის კაპიტალის ბაზრების გაძლიერებას, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ზრდასა და ახალი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას.       https://www.newpress.ge/index.php/37446 თიბისი კამპუსში - ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე - მიღება დაიწყო http://newpress.ge/uploads/all/images/_46.jpg თუ ტექნოლოგიების შესწავლა უფრო სიღრმისეულად გაინტერესებს, ან ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმას ფიქრობ - თიბისი კამპუსი სწორედ ის ადგილია, სადაც საკუთარ იდეებს რეალურ პროექტებად აქცევ და კარიერული განვითარების შემდეგ საფეხურზე გადახვალ. თიბისი კამპუსი ახალი საგანმანათლებლო ნაკადით ბრუნდება და 18-24 წლის ახალგაზრდებს ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.  თიბისი კამპუსი მონაწილეებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას ონლაინ დაეუფლონ თანამედროვე, მოთხოვნად პროფესიებს, გაიღრმაონ ცოდნა, განივითარონ პრაქტიკული უნარები და შექმნან საკუთარი კარიერული გზა. კამპუსის წლევანდელი სიახლეა, რომ სასწავლო პროგრამა ოთხ დამოუკიდებელ მოდულს აერთიანებს, მათ შორისაა ახალი კურსი - ტექნოლოგიებისა და Data, რომელზეც რეგისტრაცია უკვე ღიაა და 1 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ტექნოლოგიები & Data-ს მოდულის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ, როგორ მუშაობს ტექნოლოგიური პროდუქტები და შეისწავლიან მონაცემთა დამუშავებას. გაეცანი კურსებს და შეარჩიე სასურველი: მონაცემთა ანალიზი ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები IT ბიზნეს ანალიზი SQL-ი, როგორც მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. თიბისი კამპუსის პროგრამის განსაკუთრებული უპირატესობა პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტაციაა. მონაწილეები იმუშავებენ რეალურ ამოცანებზე და პროფესიონალი ლექტორების მხარდაჭერით შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი და სხვა ინიციატივები - მიიღებ ცოდნას, შექმნი პირველ ციფრულ პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორიას თავად დაწერ. https://www.newpress.ge/index.php/37445 თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98-a5%20(2).jpg რეკომენდაციები მსხვილი ბიზნესისთვის: რა ვალუტებში ვისესხოთ - ერთგვერდიანი შეჯამება გასაკვირი არაა, რომ, როგორც მკვლევრებს, ერთგვერდიანი შეჯამებები განსაკუთრებულად არ გვხიბლავს. მიუხედავად ამისა, ფართო მოთხოვნის გათვალისწინებით, დღევანდელი პუბლიკაცია სწორედ ამ ფორმატს ეთმობა, რაც ხელს შეუწყობს თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის პრაქტიკაში უფრო მჭიდროდ დანერგვას.    სესხის ოპტიმალური სტრუქტურის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, თუ რა ვალუტაშია ბიზნესი ჰეჯირებული. მოცემულ კონტექსტში, ჰეჯირება, ანუ სავალუტო რისკისაგან დაზღვევა, ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე მატერიალურ გავლენას არ ახდენს. მკითხველს მოეხსენება, რომ ჰეჯირების მაჩვენებლები ბიზნესის ტიპის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება - მაგალითად, საქართველოში ახალი ავტომობილების ფასი თითქმის მთლიანად უცხოურ ვალუტაში განისაზღვრება, მაშინ როდესაც საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, ბაზარზე დღესდღეობით დომინანტური შეხედულებისგან განსხვავებით, მეტწილად ლარშია დენომინირებული.   სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში აუცილებლად გასათვალისწინებელი სხვა ფაქტორებია:   დივერსიფიკაცია - მაგალითად, მულტისავალუტო (დოლარი-ევრო-იუანის) კალათა, თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 40%-ით რეალური ლარის ეკვივალენტია, გაცილებით დაბალი ხარჯებით;  ჰეჯირებული სავალო სტრუქტურის შედეგად მეტი სესხის აღების შესაძლებლობა და, შესაბამისად, მეტი მომგებიანობა, სტრესული სცენარის გარეშეც;  ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ვალუტების წონები;  ბიზნესის ციკლურობა - მიმდინარე პრაქტიკისგან განსხვავებით, ციკლურ სექტორებში ლარის წილი მეტი უნდა იყოს;  გაცვლითი კურსის მიმართ გაყიდვების ელასტიკურობა;  გაცვლითი კურსის გადაცემის არაწრფივი არხის შედეგად, სავალუტო რისკის უფრო მეტად შემცირება, ვიდრე ამას ლარის წილის ზრდა მოიაზრებს;  რასაკვირველია, საპროცენტო განაკვეთების დიფერენციალი - თუმცა, არა ერთადერთ და გადაჭარბებული მნიშვნელობის ფაქტორად, როგორც ეს ხშირ შემთხვევაშია;  კონვერტაციების დანახარჯები;  საექსპორტო ბაზრები;  ლარის წონასწორული ნიშნულის შეფასება და მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზები - მათ შორის, ზედმეტად გამყარების ეპიზოდების ჩათვლით, როგორც ამაზე 2023 წელს მივუთითებდით;  ევრო/დოლარის წონასწორული ნიშნულის შეფასება - არის თუ არა მიზანშეწონილი იმ ვალუტაში სესხება, რომელიც სტრესულ ეპიზოდებში მყარდება, და რამდენად რელევანტურია დღევანდელი მდგომარეობით ე.წ. „დოლარის ღიმილი“?   რაზე მიუთითებს ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის შემდეგ აშშ დოლარის გამყარება - უსაფრთხო აქტივის სტატუსის კვლავ გაძლიერებაზე თუ აშშ-ზე, როგორც ნავთობის წმინდა ექსპორტიორზე, ან/და ინფლაციის მოლოდინების გამო საპროცენტო განაკვეთების ზრდაზე?  ევრო/დოლარის წონასწორული ნიშნულის შეფასება საქართველოს კონტექსტში - რომელი ვალუტის მიმართ არის ლარი უფრო სტაბილური, ევროს თუ აშშ დოლარის?   მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩარჩოს მხოლოდ ერთი მდგენელის - გაცვლითი კურსების წონასწორული შეფასებისა და პროგნოზების - გამოყენებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს კორპორატიულ სექტორში ჯამურად 6.3 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ როდესაც კორპორატიული სესხების საშუალო პორტფელი ამავე პერიოდში 16.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.   დამატებითი დეტალები - მათ შორის, სავალუტო სტრატეგიის ილუსტრაცია შერჩეული ეპიზოდების მაგალითზე - პუბლიკაციაშია ხელმისაწვდომი.    დასკვნის სახით, მნიშვნელოვანი წინსვლაა, რომ ჩარჩო, რომლის იდეაც ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა, უფრო ფართო გავრცელებას იძენს. გრძელდება მუშაობა ინდივიდუალურ, კომპანიებზე მორგებულ მიდგომებზე. გვსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ პარტნიორებს და მზადყოფნა გამოვთქვათ შემდგომი თანამშრომლობისთვის.   იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007451-which-currencies-to-borrow-in   https://www.newpress.ge/index.php/37443 ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში: უახლესი მაკროეკონომიკური ინდიკატორები http://newpress.ge/uploads/all/images/-a5%20(1)_1.jpg წინა განახლების შემდეგ დეპოზიტების კონვერტაციების მხრივ სურათი შეცვლილია. ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება, რის შედეგადაც საერთაშორისო ბაზრებზე კონფლიქტის შედარებით მოკლე ვადაში რეზოლუციის მოლოდინები მნიშვნელოვნად შემცირებულია. ასეთ დროს, როცა გაურკვევლობა ძალზე მაღალია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მონაცემების რეალურ დროში მოპოვებასა და ანალიზს. თიბისი კაპიტალის გასული კვირის პუბლიკაცია სწორედ ამ თემას დაეთმო, დღევანდელ კვლევაში კი მკითხველს დამატებით უახლეს მონაცემებს ვთავაზობთ. კერძოდ, მიმდინარე მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა შეფასებულია შემდეგ ინდიკატორებზე დაყრდნობით: დეპოზიტების კონვერტაციების დღიური დინამიკა, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დატვირთულობის დონე, Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე, უნაღდო დანახარჯების უახლესი ტენდენციები, საწვავის ფასები და საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთების ცვლილება.   წინა განახლების შემდეგ დეპოზიტების კონვერტაციების მხრივ სურათი შეცვლილია. კერძოდ, ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, გასულ კვირაში ლარიზაცია კვლავ გაიზარდა, რაც უკვე ლარის მხარდამჭერი ფაქტორია. მთლიანობაში, ჩვენი შეფასებით, სავალუტო ბაზარი, დღეის მდგომარეობით, მეტნაკლებად წონასწორობაშია. კონფლიქტის ესკალაციის საწყის დღეებში, სენტიმენტების გაუარესების გამო, უცხოური ვალუტის დეპოზიტებში კონვერტაციები საგრძნობლად გააქტიურდა. შედეგად, აშშ დოლარის მიმართ ლარიც გაუფასურდა. თუმცა, პირველი ტალღის შემდეგ დოლარიზაცია ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი კვლავ შემცირება დაიწყო და, 18 მარტის მდგომარეობით, ომამდე პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდა. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის გაცვლითი კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაც კია.   საპირისპიროდ, ჯამური უნაღდო ხარჯები, ძლიერი პირველი კვირის მიუხედავად, მარტის მომდევნო დღეებში დასუსტდა, განსაკუთრებით არარეზიდენტების ნაწილში. ადგილობრივი ბარათებით დანახარჯები, რომლებიც თვის დასაწყისში საკმაოდ იყო გაზრდილი, 19 მარტის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, სეზონურად შესწორებულ ჭრილში თითქმის უცვლელია. რაც შეეხება უცხოური ბარათებით ხარჯებს, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზისთვის გამოიყენება, წინა თვესთან შედარებით კლება უკვე აშკარად გამოიკვეთა, როგორც სასტუმროებისა და ავიახაზების, ასევე უფრო ფართო კატეგორიების მხრივაც.   სტუმარმასპინძლობის სექტორში აქტივობის შენელებაზე მიუთითებს Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე და საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობაც, თუმცა თბილისში შედარებით უკეთესი სურათი იკვეთება. კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები (ჩამოფრენებისა და გაფრენების ჯამი) 9 მარტის შემდეგ იზრდება, თუმცა ჯერ კიდევ ომამდე ნიშნულზე ნაკლები რჩება. დაგეგმილ და ფაქტობრივ ფრენებს შორის სხვაობაც, მარტის მეორე ნახევრისკენ, შედარებით შემცირებულია, რაც გაუქმებული რეისების კლებაზე მიუთითებს.   იმავეს ვერ ვიტყვით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან მოთხოვნაზე მეტადაა დამოკიდებული. მარტში ფრენების რაოდენობა, ერთი მხრივ, არა მხოლოდ 2025 წლის, არამედ 2024 წლის მაჩვენებლებსაც ჩამორჩება, ხოლო, მეორე მხრივ, ჯერჯერობით არც გაუმჯობესების ტენდენცია ჩანს, მათ შორის, არც გაუქმებული რეისების თვალსაზრისით. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, მიმდინარე მოვლენების შედეგად ფრენების რაოდენობაში საგრძნობი ცვლილება არ ვლინდება, თუმცა 2025 წლის ნოემბრის შემდეგ დატვირთულობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც, სავარაუდოდ, Wizz Air-ის ვენის ბაზის დახურვასა და მასთან დაკავშირებული რეისების გაუქმებას უკავშირდება.   ამავდროულად, Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე ისრაელიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და საუდის არაბეთიდან 28 თებერვლის შემდეგ სტაბილურად დაბალ დონეზე ნარჩუნდება. თიბისი კაპიტალის მკითხველს ახსოვს, რომ ეს ინდიკატორი გასული წლის ივნისში ისრაელიდან ტურისტული ნაკადების როგორც თავდაპირველი კლების, ასევე შემდგომი აღდგენის რეალურ დროში დაკვირვებისთვის ძალზე გამოსადეგი იყო.   ამავე დროს, მართალია ჯერჯერობით კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი რთულია, თუმცა, გარკვეული მონაცემებით, ბოლო პერიოდში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ახლო აღმოსავლეთიდან მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება, რაც მიგრაციის პოტენციური ეფექტების გათვალისწინების აუცილებლობას უსვამს ხაზს.   საყურადღებოა, რომ გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდის პარალელურად, საქართველოში საწვავმა გაძვირება დაიწყო. ზოგიერთ შემთხვევაში, ფასები თვის დასაწყისთან შედარებით 10%-მდეა მომატებული. ამასთან, 28 თებერვლის შემდგომ მსოფლიო ფასი, დაახლოებით, 45%-ითაა გაზრდილი, რაც ადგილობრივ ბაზარზე ფასების შემდგომი ზრდის პოტენციალზე მიუთითებს. როგორც ჩვენს წინა პუბლიკაციაში იყო მითითებული, მხედველობაშია მისაღები აღნიშნულის გავლენა სხვა პროდუქტებზეც, რადგან საწვავის გაძვირება, პირდაპირი ეფექტის გარდა, შუალედურ ხარჯებზეც მოქმედებს. ასევე გასათვალისწინებელია ტრანსპორტირებისა და სასუქების გაზრდილი ღირებულებაც, თუმცა, ამავდროულად, ამ მიზეზების გამო იკვეთება საქართველოს სასაქონლო პროდუქტების ექსპორტის ზრდის პერსპექტივა.   მიმდინარე მოვლენების ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად არის გაზრდილი ინფლაციური მოლოდინები. ეს, თავის მხრივ, უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და, ამდენად, მაღალ საპროცენტო განაკვეთებს მოიაზრებს. ბაზრის უახლესი პროგნოზით, ფედერალური სარეზერვო სისტემა მიმდინარე წელს განაკვეთის შემცირებას ვეღარ შეძლებს, მაშინ როცა 28 თებერვლამდე საბაზო სცენარს 50 პროცენტული პუნქტით კლება წარმოადგენდა. ინგლისისა და ევროპის ცენტრალური ბანკების შემთხვევაში უკვე განაკვეთის ზრდაც კია მოსალოდნელი.   შეცვლილი განწყობები, რასაკვირველია, საქართველოზეც მოქმედებს. ინფლაციის მზარდი რისკები და საპროცენტო განაკვეთების გაფართოებული დიფერენციალი მონეტარული პოლიტიკის შერბილების ალბათობას ამცირებს. წინა განახლებაში აღვნიშნეთ, რომ იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდებოდა, გაზრდილი იყო იმის ალბათობაც, რომ სებ-ს წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით, 7.75%-მდე შეემცირებინა. უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი დეესკალაციის გარეშე, შესაძლოა, განაკვეთის თუნდაც მცირედით შემცირების სივრცეც ნაკლებად გაჩნდეს.   ჯამურად, მაკროეკონომიკურ ჭრილში, მოვლენათა განვითარება მჭიდრო თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინებთან, რომლებზეც 2 მარტის პუბლიკაციაში იყო საუბარი. რა შეგვიძლია ვთქვათ ახლა, უახლესი ინფორმაციის გათვალისწინებით? თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ 2026 წელს 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ჩვენი საბაზო სცენარი, გარკვეული ალბათობით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას ითვალისწინებდა. მიმდინარე მდგომარეობით, სამწუხაროდ, ეს ალბათობა საგრძნობლად შემცირებულია. რეზოლუციის შემდგომ სავალუტო ნაკადების ნაწილობრივ პოტენციური გადინების გადავადება საბაზო სცენარის ზრდის არგუმენტია, თუმცა, მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია ახალ უარყოფით შოკს წარმოადგენს. ამავდროულად, მართალია იანვრის ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი გამოდგა, თუმცა თებერვალსა და მარტში უნაღდო ხარჯები საკმაო შენელებაზე მიუთითებს. საერთო ჯამში, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კვლავ, დაახლოებით, 4.5%-ის ფარგლებში ვინარჩუნებთ.    რაც შეეხება ლარს, ჩვენი შეფასება ნეიტრალური რჩება. ახლო აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებამდე თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი 2026 წლის ბოლოსთვის ლარის მცირედი გაუფასურება იყო, დიდწილად ასევე უკრაინის კონფლიქტის დასრულების ალბათობის გათვალისწინებით. ამდენად, როგორც ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულების ალბათობის შემცირებას ახლო აღმოსავლეთში მზარდი ესკალაცია აბალანსებს. გარდა ამისა, 2025 წელს მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემდეგ, 2026 წელს საბაზო სცენარად საგარეო ბალანსის გარკვეული გაუარესება რჩება.   და ბოლოს, მიმდინარე გაურკვევლობის ფონზე, კვლავ ძალზე აქტუალურია შეკითხვა, თუ რა ვალუტაშია ოპტიმალური სესხის აღება. მართალია, როგორც მკვლევრებს, ერთგვერდიანი შეჯამებები განსაკუთრებულად არ გვხიბლავს. თუმცა, ფართო მოთხოვნის გათვალისწინებით, უახლოეს დღეებში თიბისი კაპიტალი სწორედ ამ ფორმატის პუბლიკაციის გამოქვეყნებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის პრაქტიკაში უფრო მჭიდროდ დანერგვას.   იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007447-macro-update-georgia https://www.newpress.ge/index.php/37441 ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება http://newpress.ge/uploads/all/images/A5%20.jpg კონფერენცია მოიცავს პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს. წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში - თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციას 24 მარტს გამართავს.   კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური კაპიტალის ბაზრების ღონისძიება თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება.  სპიკერებს შორის არიან მაღალი რანგის წარმომადგენლები გლობალური ფინანსური ინსტიტუტებიდან: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins. კონფერენცია მოიცავს პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს, რომლებზეც განიხილება: გლობალური და რეგიონული მაკროეკონომიკური ტენდენციები, საქართველოს პოზიციონირება კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე, საერთაშორისო ინვესტორების მოლოდინები განვითარებადი ბაზრების მიმართ, საინვესტიციო შესაძლებლობები უზბეკეთში, აქტივების მართვა და ა.შ.  ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების ლიდერ კომპანიებს, სარეიტინგო სააგენტოებს, ლოკალურ და რეგიონულ ინვესტორებს, ფინანსურ ექსპერტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.  კონფერენციის ფარგლებში ადგილობრივ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, პირისპირ შეხვედრები გამართოს საერთაშორისო ბანკებთან და ინსტიტუციურ ინვესტორებთან. საერთაშორისო კონფერენციით, თიბისი კაპიტალი ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას რეგიონში, საქართველოს როლის ზრდას საერთაშორისო ასპარეზზე და ახალი ინვესტორების მოზიდვას როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებზე.  https://www.newpress.ge/index.php/37439 სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%9D.PNG მანჯგალაძის წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულება, რაც ძალადობის ორგანიზებაში მის მონაწილეობას დაადასტურებს. 2026 წლის 23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, - ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, მანჯგალაძის წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულება, რაც ძალადობის ორგანიზებაში მის მონაწილეობას დაადასტურებს. „ბრალდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შედეგად ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა.  პაატა მანჯგალაძეს ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის. თუმცა ბუნდოვანია, რა კონკრეტული ქმედება განახორციელა ბრალდებულმა. ის, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე ბრალდებული, დასახელებული იყო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად და არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორად. საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ან/და  ძალადობის თაობაზე მითითების/ბრძანების/ინსტრუქციის გაცემის ფაქტს; ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად რაიმე გეგმის შემუშავების, როლების განაწილების ამსახველი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტი.   სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ დოკუმენტში მიმოხილულია კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული კანონიერების პრინციპის შინაარსი, ასევე, სისხლის სამართლის კანონის შესაბამისად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების/ხელმძღვანელობის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები და იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრებები; ხაზგასმულია თანაამსრულებლობისას ერთობლივი გეგმის და საერთო მიზნის (შეთანხმების კონკრეტული დროის, მონაწილე პირების დადგენით) არსებობის აუცილებლობაზე, პირდაპირი განზრახვით ქმედების შემადგენლობის ერთობლივ განხორციელებასა (როლების ფუნქციონალური განაწილებით) და ქმედებაში თითოეული წევრის როლისა და ფუნქციის დადგენაზე. აღნიშნული საკითხების გარკვევის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას კანონი გამორიცხავს. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მოსაზრებაში მოყვანილი სამართლებრივი არგუმენტაცია დაეხმარება სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე ჯეროვანი მსჯელობა და დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენა, უშუალო გავლენას მოახდენს როგორც ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე", - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. https://www.newpress.ge/index.php/37437 რა იწვევს ბრტყელტერფიანობას? http://newpress.ge/uploads/all/images/_45.jpg ორთოპედიული სუპინატორები მათი ფართო არჩევანი წარმოდგენილია კომპანია “ახალ ხედვაში”. ბრტყელ ტერფებს ფეხის კუნთების სპაზმის გამო ხშირად ახლავს მტკივნეული შეგრძნებები. ბრტყელტერფიანობის საწყის ეტაპს ახასიათებს ისეთი ჩივილები, როგორიცაა:  ადვილად დაღლა;  ფეხებში სიმძიმის შეგრძნება;  წვივის კუნთების ტკივილი;  წელის ტკივილი.  ბრტყელტერფიანობა შესაძლოა უკავშირდებოდეს მემკვიდრეობას, სპორტულ დატვირთვას, სქოლიოზს, რევმატულ დაავადებებსა და ტერფის სხვა პათოლოგიებს.  ამ დაავადების შემჩნევა ადრეული ასაკიდან არის შესაძლებელი, როდესაც ტერფი ჩამოყალიბებას იწვევს. ბრტყელტერფიანობა ბავშვებში სწორი მკურნალობის საფუძველზე, ეფექტური შედეგებით სრულდება. გამომწვევი მიზეზებია:   ტერფის სხვადასხვა ხასიათის ტრავმა - მოტეხილობა, მყესების გაგლეჯა, ღრძობა; რაქიტი - ამ დროს დარღვეულია ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაცია. მეტატარზალური ძვლები რბილდება, რაც ხელს უწყობს ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბებას. ტერფის გადატვირთვა - ჭარბი წონა, მძიმე ფიზიკური დატვირთვა და არაშესაფერისი ფეხსაცმლის ტარება ბრტყელტერფიანობის განვითარების რისკ-ფაქტორებია. თანამედროვე მედიცინაში აქტიურად იყენებენ ორთოპედიულ სუპინატორს. ის უზრუნველყოფს თაღის კორექციას, ტერფზე ზეწოლის თანაბრად გადანაწილებას, შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციონირებით არის გამოწვეული, კორექტირდება. მათი ფართო არჩევანი წარმოდგენილია კომპანია “ახალ ხედვაში”. https://www.newpress.ge/index.php/37436 რატომ არის საჭირო ორთოპედიული გეტრები ორსულებისთვის? http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98.jpg გეტრები ორსულებისთვის ამცირებს ვარიკოზის წარმოქმნის რისკებს. გეტრები ორსულებისთვის ამცირებს როგორც მარტივი ვენური, ასევე უფრო რთული ვარიკოზის წარმოქმნის რისკებს. სისხლძარღვები ნორმალურად ფუნქციონირებს,  კოლგოტის ფორმა კი მუცელს იდეალურად ერგება და საჭირო მოჭერილობაც აქვს.  ქალების დიდ ნაწილში ორსულობის ვადის მატებასთან ერთად  არსებული  ვენების ვარიკოზული დაავადება მწვავდება. უფრო კონკრეტულად კი,  II ან III ტრიმესტრში ქალი წონაში მატებს იწყებს, რის შედეგად სხეული მძიმდება, დიდი დატვირთვა მოდის ფეხებზე, სახსრებსა და სისხლძარღვებზე, ეს ყოველივე კი ვენების დაზიანების მაპროვოცირებელი ხდება. იცვლება სისხლის მომარაგებაც - რაც უფრო დიდი დრო გადის, მით უფრო მეტისისხლის მომარაგება სჭირდება საშვილოსნოს. შედეგად ხდება სისხლის შეგუბება და ქვედა კიდურებზე დაყოვნება. ქალბატონების ნაწილს  ვარიკოზი ორსულობამდეც აწუხებს, ნაწილს კი ორსულობის პერიოდში უყალიბდებათ. ამ დაავადებების თანმხლები სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა: კიდურებში სიმძიმე, დაღლა, შეშუპება და ტკივილის შეგრძნება, ძალიან ეფექტურია საორსულო კოლგოტის გამოყენება. კომპანია “ახალი ხედვაში” ამ პროდუქციის ფართო არჩევანია წარმოდგენილი. სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - Anita-ს, Sigvaris-ისა და Medi-ს საორსულე პროდუქტებს შეხვდებით. განვიხილოთ გეტრები ორსულებისთვის:   საორსულე გეტრი - გამოიყენება მსუბუქი ხარისხის ვენების ვარიკოზული დაავადების დროს. ხელს უწყობს ვენებიდან სისხლის უკუდინებას და ცირკულაციის გაუმჯობესებას. საორსულე გეტრები გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნითაც, რომელთა შეძენა შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშეც. გეტრი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ამცირებს ვენების დეფორმაციის რისკს. ვარიკოზული ვენების საწინააღმედგო კოლგოტი ორსულთათვის - გამოიყენება ორსულებში ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას და ხელს უწყობს ცირკულაციის გაუმჯობესებას. კომპანია “ახალი ხედვის” გეტრები ორსულებისთვის ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე  მაღაზიაშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ მეთოდით - კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგაც ხდება. გამოწერის შემდეგ, კი ნივთს ნებისმიერ ადგილას უმოკლეს ვადაში მიიღებთ.   https://www.newpress.ge/index.php/37430 გაძვირდება თუ არა ხორცი საქართველოში http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%98.jpg ნედლი ხორცი რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოდის. საქართველოში ხორცის გაძვირებაა მოსალოდნელი. როგორც კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მსოფლიოში მსხვილფეხა პირუტყვზე დეფიციტია, ამასთან, რუსეთსა და ბელარუსში ფასები მკვეთრად გაზრდილია, საქართველოში კი ნედლი ხორცი ძირითადად ამ ბაზრებიდან შემოდის. ბექა გონაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ხორცის საბითუმო ჩასაბარებელი ფასი 24-25 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც მოსალოდნელია, რომ მინიმუმ 26-27 ლარამდე გაიზრდება. „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ხორცის გაძვირება შესაძლოა, დროში მცირედით გადაავადოს იმ გარემოებამ, რომ ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ამ ეტაპზე საქართველოდან რიგ ქვეყნებში, მათ შორის ერაყში მსხვილფეხა ცხოველების ექსპორტი შეფერხებულია. თუმცა, მისი თქმით, ზაფხულის პერიოდისთვის ადგილობრივ ბაზარზე ხორცის გაძვირება გარდაუვალია. ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის თებერვალში ხორცი და ხორცის პროდუქტები წლიურად 9.6%-ით იყო გაძვირებული. წყარო: BM.ge https://www.newpress.ge/index.php/37428 საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98.jpg მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისები დაემატება. საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II  პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს.   დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია:   ✔️ თბილისი-ბათუმი-თბილისი (#888/887) თბილისიდან გასვლა: 21:00 ბათუმში ჩასვლა: 02:22 ბათუმიდან გამოსვლა: 08:45 თბილისში ჩამოსვლა: 13:44   ✔️თბილისი-ფოთი-თბილისი (#872/871) თბილისიდან გასვლა: 09:10 ფოთში ჩასვლა: 14:45 ფოთიდან გამოსვლა: 17:20 თბილისში ჩამოსვლა: 22:54   ✔️თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#878/877) თბილისიდან გასვლა: 18:30 ზუგდიდში ჩასვლა: 00:40 ზუგდიდიდან გამოსვლა: 08:35 თბილისში ჩამოსვლა: 14:44   რაც შეეხება სამგზავრო მატარებლების რეგულარულ განრიგს:   ✔️თბილისი-ბათუმი-თბილისი (#802/801) თბილისიდან გასვლა: 08:00 ბათუმში ჩასვლა: 13:12 ბათუმიდან გამოსვლა: 16:50 თბილისში ჩამოსვლა: 21:49   ✔️თბილისი-ბათუმი-თბილისი (#804/803) თბილისიდან გასვლა: 17:10 ბათუმში ჩასვლა: 22:22 ბათუმიდან გამოსვლა: 08:00 თბილისში ჩამოსვლა: 12:59   ✔️თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873) თბილისიდან გასვლა: 17:30 ფოთში ჩასვლა: 23:00 ფოთიდან გამოსვლა: 07:10 თბილისში ჩამოსვლა: 12:39   ✔️თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869) თბილისიდან გასვლა: 08:15 ზუგდიდში ჩასვლა: 14:25 ზუგდიდიდან გამოსვლა: 17:10 თბილისში ჩამოსვლა: 23:19   ✔️ თბილისი-ოზურგეთი-თბილისი (#854/953) თბილისიდან გასვლა: 08:25 ოზურგეთში ჩასვლა: 15:37 ოზურგეთიდან გამოსვლა: 08:35 თბილისში ჩამოსვლა: 14:44   ✔️თბილისი-ბორჯომი-თბილისი (#618/617) თბილისიდან გასვლა: 06:35 ბორჯომში ჩასვლა: 10:48 ბორჯომიდან გამოსვლა: 16:30 თბილისში ჩამოსვლა: 20:50   ✔️თბილისი-ბორჯომი-თბილისი (#686/685) თბილისიდან გასვლა: 18:45 ბორჯომში ჩასვლა: 22:58 ბორჯომიდან გამოსვლა: 5:50 თბილისში ჩამოსვლა: 10:10   ✔️თბილისი-გარდაბანი-თბილისი (#6413/6414) თბილისიდან გასვლა: 07:10 გარდაბანში ჩასვლა: 08:16 გარდაბნიდან გამოსვლა: 08:30 თბილისში ჩამოსვლა: 09:39   ✔️თბილისი-გარდაბანი-თბილისი (#6415/6416) თბილისიდან გასვლა: 19:00 გარდაბანში ჩასვლა: 20:06 გარდაბნიდან გამოსვლა: 20:20 თბილისში ჩამოსვლა: 21:29   ბილეთების აღება შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. სამგზავრო რეისებზე ბილეთების გაცემა დღეს 17:00 საათიდან დაიწყება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზს: 1331ან 2199010 https://www.newpress.ge/index.php/37423 Young Lions Georgia 2026 - შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის http://newpress.ge/uploads/all/images/_42.jpg ფესტივალს საქართველო წელს 21-30 მარტს უმასპინძლებს. შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ კონკურს - კანის ლომების ახალგაზრდულ ფესტივალს - საქართველო წელს 21-30 მარტს, უმასპინძლებს. საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის გასაძლიერებლად და ახალგაზრდა ტალანტების აღმოსაჩენად თიბისი, ტრადიციულად, ჩვენს ქვეყანაში „კანის ლომების“ მხარდამჭერი და კონკურსში მარკეტერის კატეგორიის წარმდგენია.  ფესტივალის მიზანი ახალგაზრდა შემოქმედებითი პროფესიონალების აღმოჩენა და მათთვის საერთაშორისო სცენაზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობაა.  კონკურსი ხუთ კატეგორიაში - Print, Film, Digital, Marketer, PR ჩატარდება და განკუთვნილია, როგორც კრეატიული სააგენტოების თანამშრომლებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და სხვადასხვა კომპანიებში დასაქმებული შემოქმედებითი გუნდებისთვის.  გამარჯვებული გუნდები, საქართველოს სახელით, საფრანგეთის ქალაქ კანში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შემოქმედებით ფესტივალზე იასპარეზებენ. შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის წელს, კვლავ გაიცემა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო. თიბისი ათწლეულებია მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში ეხმარება, აძლიერებს მათ თვითდაჯერებას და ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას. სწორედ ამიტომ, ბრენდი თავად ქმნის და პარტნიორებთან ერთად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს, ახალ თაობას საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს და მათი პროფესიული განვითარების გაღრმავებას ემსახურება.   https://www.newpress.ge/index.php/37424 თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ http://newpress.ge/uploads/all/images/press%20relize%20-100_1.jpg ბანკმა გზავნილების განაღდების 1 თვიანი კამპანია დაიწყო. თიბისი მომხმარებლებს მუდმივად მათ სარგებელსა და საჭიროებებზე მორგებულ,  შეთავაზებებს უმზადებს, განსაკუთრებით კი გაზაფხულის პერიოდში.  ამჯერად ბანკმა  გზავნილების განაღდების 1 თვიანი კამპანია დაიწყო.  16 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, გაანაღდე ფულადი გზავნილი  მობაილბანკში და მიიღე შესაძლებლობა, ერთგულ ყულაბაში დასაჩუქრდე 500 ლარით ან სუპერ პრიზით- 5 000 ლარით.  ერთგულ ყულაბაში 500 ლარით დასაჩუქრდებიან ის მომხმარებლები, რომლებიც აქციის პერიოდში (1 6 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით), ნებისმიერი ერთი დღის განმავლობაში, თიბისიში შესრულებულ გზავნილებს შორის მე-500  განაღდებას შეასრულებენ. სუპერ პრიზით- 5000 ლარით კი, მომხმარებელი, რომელიც 16 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, რაოდენობრივად ყველაზე მეტ გზავნილს გაანაღდებს. გათამაშებაში მონაწილეობისთვის, მომხმარებლებმა უნდა გაანაღდონ მინიმუმ 100 ლარი, დოლარი, ევრო ან ფუნტი.  500 ლარით დაჯილდოებულები გამოვლინდებიან ყოველდღე და თანხა ერთგულ ყულაბაში გზავნილის განაღდებიდან 5 სამუშაო დღეში დაერიცხებათ.  სუპერ პრიზის მფლობელი კი, შეთავაზების დასრულებისთანავე, არაუგვიანეს 20 აპრილისა.  თუ მომხმარებლები თანაბარი რაოდენობის ტრანზაქციებს შეასრულებენ, გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვისი განაღდებული გზავნილების საერთო მოცულობაც მეტი იქნება. გათამაშების დამატებითი პირობების სანახავად გადადით ბმულზე. https://www.newpress.ge/index.php/37418 ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%90.jpeg „ქართული ოცნების“ ყოფილი ჩინოვნიკი წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.  მან „ქართული ოცნების“ ყოფილი ჩინოვნიკი წარდგენილ ყველა ბრალდებაში - ცხრავე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიქაუტაძეს ჩამოერთვა ქონება, კერძოდ კი, ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლები, როგორც მისი, ასევე მისი მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ამოღებული ნივთები. მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა "ნახიდურჰესის" 15%-იანი წილი. მიქაუტაძე დამნაშავედაა ცნობილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში - "ფულის გათეთრებაში", სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. განაჩენის გამოცხადებას არც რომეო მიქაუტაძე და არც მისი ოჯახის წევრები არ დასწრებიან. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს. პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი რამდენიმე ქმედების განხორციელებას ედავებოდა. კერძოდ კი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის - "ფულის გათეთრების" ერთ ეპიზოდს; სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 3 ეპიზოდს; სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის 4 ეპიზოდს; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 1 ეპიზოდს. https://www.newpress.ge/index.php/37416 დავით მხეცაძე „მომავლის თასის” გამარჯვებულია http://newpress.ge/uploads/all/images/mxecadze.jpg ქუთაისელი მოკრივე ევროპის მოქმედი ვიცე ჩემპიონია. ბანგკოკში (ტაილანდი) დამთავრდა 19-წლამდელ მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირი - „მომავლის თასი” (WORLD BOXING FUTURES CUP) 78 ქვეყნის 450 წარმომადგენლის მონაწილეობით.  80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედმა ვიცე ჩემპიონმა დავით მხეცაძემ 15 მარტს ფინალში ტიმურ ტაიბეკოვს (ყაზახეთი) მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.  მანამდე კი მან ხუჯამუმინჯონ ხოლოვსა (ტაჯიკეთი) და უორენ ჩოფოს (საფრანგეთი) ძლია და  ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.   წყარო: lelo.ge https://www.newpress.ge/index.php/37406 თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე განავადე ონლაინ მარტივად და ჩაერთე სახალისო თამაშში http://newpress.ge/uploads/all/images/release_1.jpg თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების საჭიროებებსა და მათი ცხოვრების გამარტივებაზე. ეს სიმარტივე განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა საქმე სურვილების ასრულებას ან გადაუდებელი საჭიროებების მარტივად მოგვარებას ეხება, რაშიც თიბისი განვადების პროდუქტი გეხმარებათ.  თიბისი განვადების ლიმიტი 100-დან 15,000 ლარამდეა, ეფექტური 23.4%-დან, რომლის დამტკიცებაც წამებში, მობაილბანკიდანვე შეგიძლიათ. ნივთის ან სერვისის ღირებულება კი, 3-დან 48 თვემდე ნაწილდება.  16-დან 30 მარტის ჩათვლით, თიბისის ონლაინ განვადებით სარგებლობა განსაკუთრებით ხელსაყრელია, რადგან ამ პერიოდში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სპეციალურ თამაშში და მიიღონ ფულადი პრიზი - 500, 400, 300, 200 ან 100 ლარი. თამაშში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ განვადების დამტკიცებისა და გაცემის შემთხვევაში. ამ პერიოდში, თიბისის 7000-ზე მეტ პარტნიორ მაღაზიაში ნებისმიერი ნივთის ან მომსახურების ონლაინ განვადებით შეძენისას, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაერთონ თიბისი განვადების ვებგვერდზე განთავსებულ სპეციალურ თამაშში, რომელიც ერთნაირი ფიგურების სწრაფად პოვნაზეა დაფუძნებული. თითოეულ გაცემულ განვადებაზე თამაში დასაშვებია მხოლოდ ერთხელ. გამარჯვების მთავარი ფაქტორი კი, სისწრაფეა - ვინც მისიას ყველაზე სწრაფად შეასრულებს, გამარჯვებულთა შორის მოხვდება. თამაშს ყოველკვირეულად ეყოლება 5 გამარჯვებული - მომხმარებელი გამარჯვების შესახებ ინფორმაციას კვირის დასრულების შემდეგ, მომდევნო სამუშაო დღეს, SMS შეტყობინებით მიიღებს და მოგებული თანხა ერთგულ ყულაბაში, გამარჯვებიდან 10 დღეში ჩაერიცხება.  დეტალური წესების და პირობების სანახავად გადადით ბმულზე. https://www.newpress.ge/index.php/37405 ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში: უახლესი მონაცემები საქართველოს ეკონომიკაზე http://newpress.ge/uploads/all/images/-a5_7.jpg ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ, დაახლოებით, 2.5%-ით გაუფასურდა. ახლო აღმოსავლეთში მორიგი ესკალაციის დაწყებიდან თითქმის ორი კვირა გავიდა. კონფლიქტის პირველ დღეებში თიბისი კაპიტალმა საქართველოს ეკონომიკაზე პოტენციური ზეგავლენის ძირითადი არხების შესახებ მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც გარკვეული მონაცემები უკვე ხელმისაწვდომია, შეგვიძლია აღნიშნული ცვლადების დინამიკას რეალურ დროში დავაკვირდეთ. პირველ რიგში, ალბათ, ყველაზე აქტუალური საკითხი - ლარის გაცვლითი კურსი. გასული ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ, დაახლოებით, 2.5%-ით გაუფასურდა (ევროს მიმართ - 0.5%-ით), თუმცა 6 მარტის შემდგომ დასტაბილურდა და თითქმის უცვლელად ნარჩუნდება.   რამ განაპირობა ლარის გაუფასურება? ჩვენი შეფასება, რომ ამის მიზეზი კონვერტაციები იყო, დასტურდება. დეპოზიტების კონვერტაციების ყოველდღიურ შეფასებაზე დაყრდნობით, 28 თებერვლიდან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი უცხოური ვალუტის დეპოზიტები, ლარის დეპოზიტები კი შემცირებულია. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის გაცვლითი კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაც კია.   ამავდროულად, წინასწარი მონაცემებით, დასტურდება მორიგი დაშვებაც კონვერტაციებით გამოწვეული ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში სებ-ის ინტერვენციების შესახებ. თუმცა, ჩვენი შეფასებით, სებ-მა გასულ დღეებში, 12 მარტის მდგომარეობით, მხოლოდ მცირე მოცულობის, დაახლოებით, 25-30 მილიონ აშშ დოლარამდე გაყიდა. რატომ არ გახდა საჭირო უფრო ძლიერი ჩარევა?   პირველი, როგორც იკვეთება, 6 მარტის შემდგომ დეპოზიტების ლარიზაცია თითქმის უცვლელია, რაც მიუთითებს, რომ დამატებით კონვერტაციები, ამ ეტაპისთვის მაინც, არ ფიქსირდება, ანუ სენტიმენტები უფრო დასტაბილურდა.   მეორე, იანვარ-თებერვალში ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებისა და, მიმდინარე დინამიკისაგან განსხვავებით, დეპოზიტების ლარიზაციის ზრდის ფონზე, სავალუტო ბაზარზე სიჭარბე ვლინდებოდა, რამაც კონვერტაციების შედეგად უცხოურ ვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნა დიდწილად დააკომპენსირა. ამდენად, ინტერვენციებით დამატებით მოზრდილი მოცულობის მიწოდება ბაზრისთვის საჭირო არ გამხდარა. მთლიანობაში, ლარის კურსის კუთხით ჩვენი შეფასება ნეიტრალური რჩება, იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები დღეიდან, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება.   წინასწარი შეფასებით, თებერვალი სებ-ის მიერ ვალუტის შესყიდვის მიმართულებით ერთ-ერთ რეკორდული თვე იყო, დაახლოებით 420 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. არსებული მონაცემებით, თებერვალში წმინდა სავალუტო რეზერვები (სსფ-ის სპეციალური ნასესხობის უფლების გარეშე), წინა თვესთან შედარებით, 371 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.   უახლესი ინდიკატორების მხრივ, ჯამური უნაღდო ხარჯები მარტის პირველ კვირაში, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია. მართალია, ზრდა დიდწილად ადგილობრივი ბარათების დანახარჯებით არის განპირობებული, თუმცა საერთო ჯამში, ჯერჯერობით, კლება არც უცხოური ბარათების კუთხით შეინიშნება, რაც ტურიზმიდან შემოსავლების წინასწარი შეფასებისთვის ერთ-ერთი სანდო მაჩვენებელია. ამასთან, 27 თებერვლის შემდეგ სასტუმროებისა და ავიახაზების კატეგორიებში უცხოური ბარათებით ხარჯებში შენელება იკვეთება, თუმცა, საპირისპიროდ, გაზრდილია სხვა კატეგორიებში დანახარჯები. მოცემულ კონტექსტში, გასათვალისწინებელია პოტენციური მიგრაციის ეფექტებიც, მით უფრო, რომ ისრაელის მოქალაქეების წილი არარეზიდენტების უნაღდო ხარჯებში მზარდი ტენდენციით ხასიათდება.   ამავდროულად, იზრდება ინფლაციური რისკებიც. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კვლავ ძალზე მერყევი რჩება. ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში 9 მარტიდან მსხვილ ქსელებში ბენზინის ფასების ზრდა ფიქსირდება, დაახლოებით 4-6%-ის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ფასი 30%-ით არის მომატებული, ფასების კორექტირება, შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს. მხედველობაშია მისაღები აღნიშნულის გავლენა სხვა პროდუქტებზეც, რადგან საწვავის ფასების ზრდა, პირდაპირი ეფექტის გარდა, შუალედური ხარჯების ზრდასაც იწვევს. მომატებულია ტრანსპორტირებისა და დაზღვევის დანახარჯებიც, რაც შემდგომ პროდუქციის ფასებში ითარგმნება. ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ინფლაციაზე მიმდინარე მოვლენების ეფექტი 0.3-დან 1.2 პროცენტული პუნქტის ფარგლებში იქნება, თუ დავუშვებთ, რომ წლის ბოლოს ნავთობის ფასი კონფლიქტამდე არსებულ დონეზე ან, დაახლოებით, 10-15%-ით მეტი იქნება.   გაზრდილი რისკების ფონზე, კვლავ იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები დღეიდან, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება, იზრდება იმის ალბათობაც, რომ სებ-მა წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით, 7.75%-მდე შეამციროს, ნაცვლად აქამდე არსებული 7.5%-ის მოლოდინისა. ამ კუთხით, საყურადღებოა, რომ, ბაზრის მოლოდინებით, 2026 წელს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის შემცირება უკვე საბაზო სცენარს აღარ წარმოადგენს.   იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007430-macro-update-georgia https://www.newpress.ge/index.php/37401 თიბისის მხარდაჭერით „ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე“ შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.jpg საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI), საკვალიფიკაციო ტურზე მოსწავლე გოგოების რეგისტრაცია დაიწყო. ინიციატივა ხორციელდება თიბისის გენერალური მხარდაჭერით, რომელიც ტექნოლოგიური განათლების განვითარებასა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებას აქტიურად განაგრძობს. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრების შერჩევას. შესარჩევი ეტაპის შედეგად დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები, რომლის წევრებიც სპეციალურ გადამზადებას გაივლიან და შემდეგ საერთაშორისო EGOI ოლიმპიადაში, იტალიაში მიიღებენ მონაწილეობას. EGOI საერთაშორისო ოლიმპიადაა, რომელიც ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების სფეროში გოგოების ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად. ოლიმპიადა აერთიანებს 50-ზე მეტ ქვეყანას და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას STEM მიმართულებებში. მონაწილეები რთულ ალგორითმულ ამოცანებს ამოხსნიან, რაც მათ პროგრამირების, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში ეხმარება. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ოლიმპიადაში 2026 წელს უკვე მეექვსედ იასპარეზებს. გასულ წლებში ქართველმა მონაწილეებმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს და ჯამში 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.  საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) თიბისის გენერალური მხარდაჭერით დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, მათი განვითარება და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება. ევროპის გოგოების ოლიმპიადის შესარჩევ ტურზე რეგისტრაცია ღიაა 21 მარტამდე. მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები - შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორია თავად დაწერ.   https://www.newpress.ge/index.php/37395 ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ - თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%20%E1%83%97%E1%83%98%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98.jpg წელს კი ბრენდმა მთელი მარტი მიზნისკენ ჯიუტად მიმავალ ქალებს დაუთმო. ყოველწლიურად, მარტში, თიბისი საზოგადოებას ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უზიარებს. წელს კი ბრენდმა მთელი მარტი მიზნისკენ ჯიუტად მიმავალ ქალებს დაუთმო. თიბისის კამპანია „ჯიუტი ქალების თვე“ იმ ქალების შესახებ გვიყვება, რომლებმაც საკუთარი ძალით, მიზანდასახულობითა და სიჯიუტით შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს. კამპანიის „ჯიუტი ქალების თვე“ ფარგლებში თიბისი წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებიც საქმის ერთგულებით, მიზნებისკენ ჯიუტი სვლითა და ბარიერების დაძლევით, არა მხოლოდ საკუთარ გზას ქმნიან, არამედ მაგალითს აძლევენ გარშემო მყოფ ქალებსა და გოგოებს, რომლებსაც სურთ დაიჯერონ, რომ მათაც შეუძლიათ მიზნების მიღწევა. ქალებისა და გოგოების გაძლიერება, მათი ოცნებებისა და მიზნებისკენ სვლის ხელშეწყობა, თიბისისთვის უკვე ათწლეულებია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ბრენდი მუდმივად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქალებს ეხმარება, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების და თამამად გადადგან ნაბიჯი წინ. თიბისის კამპანია „ჯიუტი ქალების თვე“ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უკეთესი მომავლისთვის ცვლილებები ხშირად საკუთარი ძალის და შესაძლებლობების რწმენით იწყება. სწორედ ეს რწმენა იქცევა ყველაზე ძლიერ მოტივაციად, რომელიც ადამიანებს მიზნების მიღწევაში ეხმარება - მთავარია გჯეროდეს!   https://www.newpress.ge/index.php/37392 დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის http://newpress.ge/uploads/all/images/TBC%20-%20%E1%83%93%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98.jpg კურსის ხანგრძლივოდა 200 საათს შეადგენს. თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტი უფროს კლასელებსა და სტუდენტებს დიზაინის საფუძვლების ინტენსიურ, გრძელვადიან პროგრამას სთავაზობს. პროგრამა განკუთვნილია იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც დიზაინი აინტერესებთ, თუმცა ჯერ არ აქვთ პროფესიული გამოცდილება და საკუთარი მიმართულების ძიებაში არიან. 30-ზე მეტი ლექტორისა და დიზაინის, შემოქმედებითი და ბიზნეს სფეროს პროფესიონალის ჩართულობით, 200-საათიანი კურსის განმავლობაში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ:   სრულყოფილად გაეცნონ ინდუსტრიაში არსებულ პროფესიებს შეისწავლონ დიზაინის აკადემიური საფუძველი განივითარონ ტექნიკური უნარები დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად იმუშაონ რეალურ პროექტებზე გაიზიარონ ცოდნა და მიიღონ რჩევები ბიზნესისა და სოციალური სექტორის წარმომადგენლებისგან განივითარონ იდეების ვიზუალიზაციისა და პრობლემის დიზაინის გზით გადაწყვეტის უნარები   კურსზე მიღებული გამოცდილებების საფუძველზე, სტუდენტები უკეთ გააზრებული პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და პორტფოლიოს შექმნას შეძლებენ. არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა. პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელი 24 მარტამდე, ბმულზე:  https://shorturl.at/qtB9Z თიბისი ქმნის და მხარს უჭერს განათლების პროგრამებს, რომლებიც ახალი თაობისთვის ცოდნას შესაძლებლობად, ხოლო შესაძლებლობას კი რეალურ წინსვლად აქცევს. დიზაინის ინსტიტუტის და თიბისის ერთობლივი ინიციატივები ახალ თაობას აძლევს სივრცეს საკუთარი ინტერესების აღმოსაჩენად, უნარების გასავითარებლად და იმ გზის გამოსავლენად, რომელიც მათ მომავალ პროფესიულ არჩევანს განსაზღვრავს.   https://www.newpress.ge/index.php/37390 ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოავლინეს http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D.jpg არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 77 202 ლარი შეადგინა. საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.  უწყების ცნობით,  მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 219.81 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 77 202 ლარი შეადგინა. სამართალდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. https://www.newpress.ge/index.php/37389 თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა http://newpress.ge/uploads/all/images/a5%20(1)_6.jpg ღონისძიების პარტნირი თიბისი კაპიტალია. საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიზნით თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი ჩატარდა. ღონისძიება სახელწოდებით “იაპონური ბიზნესი საქართველოში - ხიდი შუა დერეფნისკენ” თიბისი კაპიტალთან პარტნირობით გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: იაპონიის საელჩო საქართველოში, საქართველო–იაპონიის ბიზნესასოციაცია და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) სტამბოლის ოფისი. ღონისძიებამ 100-მდე მონაწილე გააერთიანა, მათ შორის, წამყვანი ქართული და იაპონური კომპანიები, ინვესტორები და საჯარო მოხელეები.  ბიზნესფორუმის ფარგლებში რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს; განიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განახლებადი ენერგიებისა და ლოგისტიკური მიმართულებით.  კონფრენციაზე ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ როლს საერთაშორისო გადაზიდვებსა და მიწოდების ჯაჭვებში.  ოფიციალური პროგრამის მიღმა, გაიმართა არაფორმალური სესიებიც, რაც იაპონურ და ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ ახალი კონტაქტები, განიხილონ სამომავლო პარტნიორობა და განსაზღვრონ თანამშრომლობის მიმართულებები სხვადასხვა სფეროში.  ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ტოიოტა კავკასია, თიბისი კაპიტალი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, სილქ ჰოსფითალითი.    https://www.newpress.ge/index.php/37387 ვიწვევ ირაკლი კობახიძეს თანასწორ საჯარო დებატებში ქუთაისში, პირისპირ, ხალხის თანდასწრებით - ლევან ცუცქირიძე http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%20%E1%83%AA%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94.jpg პოლიტიკოსი ირაკლი კობახიძის ბრალდებას გამოეხმაურა. ვიწვევ ირაკლი კობახიძეს თანასწორ საჯარო დებატებში ქუთაისში, პირისპირ, ხალხის თანდასწრებით, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის „თავისუფლების მოედანი“ ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე „ოცნების“ პრემიერის ირაკლი კობახიძის პასუხად, რომელმაც ის 2008 წელს არჩევნებვის გაყალბებაში დაადანაშაულა.  ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა.    „ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს მე მონაწილეობა მივიღე 2008 წლის არჩევნების გაყალბებაში, არის აბსოლუტური სიცრუე და პოლიტიკური პროპაგანდა. ეს ბრალდება არანაირ ფაქტს არ ეფუძნება. მე არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირადად არასოდეს მითანამშრომლია. ჩემი საქმიანობა ყოველთვის დაკავშირებული იყო მხოლოდ ერთ მიზანთან: საქართველოში გამეძლიერებინა მრავალპარტიული დემოკრატია. სიმართლე კი ძალიან უხერხულია თავად „ქართული ოცნებისთვის“: - რატომ მთხოვა რამდენიმე წლის წინ პირადად შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის შესარჩევ კომისიაში მონაწილეობა? -რატომ მიხდიდა „ოცნება“ მადლობას მაშინ, როცა ჩემი ორგანიზაცია მათ და სხვა პარტიებსაც ინსტიტუციურ გაძლიერებასა და შიდადემოკრატიული პროცესების განვითარებაში ეხმარებოდა? -პასუხი მარტივია: მათთვის „პროფესიონალი“ ხარ მაშინ, როცა ეხმარები, და „მტერი“ ხდები იმ წუთიდან, როგორც კი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ალტერნატივას ქმნი. მათ არაფერი აქვთ სათქმელი მომავალზე, ამიტომაც იქექებიან წარსულის აჩრდილებში იმის მიუხედავად, რომ იქ მათთვის ხელმოსაჭიდი არაფერია. ჩემს ბიოგრაფიაში კითხვის ნიშნები არ არსებობს - არსებობს მხოლოდ პროფესიული გზა, რომელიც ყოველთვის გამჭვირვალე იყო. ვიწვევ ირაკლი კობახიძეს თანასწორ საჯარო დებატებში ქუთაისში, პირისპირ, ხალხის თანდასწრებით. ვისაუბროთ არა „წიაღებზე“, არამედ იმაზე, თუ რატომ შეიყვანეს ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში, რატომ მოგვაქციეს იზოლაციაში, რატომ გაძარცვეს ბიუჯეტი და რატომ ცარიელდება საქართველო მასობრივი ემიგრაციის გამო. ეჭვი მეპარება ნამდვილ პრობლემებზე ღია და საჯარო საუბარი გაბედოს. მათი „წიაღი“ ერთი ადამიანის მორჩილება და მლიქვნელობითა და მომხვეჭელობით აშენებული სასახლეა. „თავისუფლების მოედნის“ წიაღი კი პატიოსნება და საქმის კეთებაა. შევხვდებით საჯარო დებატებში - თუ, რა თქმა უნდა, კაბინეტიდან ხალხში გამოსვლის არ გეშინიათ", - წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. https://www.newpress.ge/index.php/37386 თიბისი ტექსკოლა - გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ http://newpress.ge/uploads/all/images/%20%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90_1.jpg რეგისტრაცია 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. თიბისი, განათლების ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ახალი თაობის გაძლიერების მიზნით, თიბისი ტექსკოლის პროგრამას კიდევ უფრო აფართოებს და მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. თიბისი ტექსკოლა, 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, ქმნის გამორჩეულ შესაძლებლობას -  დაეუფლონ ტექნოლოგიებს და ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ონლაინ და სრულიად უფასოდ შეისწავლონ. თიბისი ტექსკოლაში სწავლება ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას და რეალურ ინდუსტრიაში გამოყენებად ცოდნას. კურსებს, თიბისის პროფესიონალებთან ერთად, სფეროს წამყვანი ლექტორები უძღვებიან, რომლებსაც ტექნოლოგიურ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ და მოსწავლეებს ეხმარებიან, თეორიული ცოდნა რეალური ამოცანების გადაჭრაში გამოიყენონ. ტექსკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ორეტაპიანი კონკურსის შემდეგ შერჩეული მონაწილეები 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეისწავლიან: ვებგვერდების აწყობა  UI/UX დიზაინი  შესავალი ხელოვნურ ინტელექტში  ვებგვერდების პროგრამირება მობილური აპლიკაციების შექმნა  გრაფიკული დიზაინი  სოციალური მედია მარკეტინგი    თიბისი ტექსკოლის ექვსი წარმატებული სემესტრის შემდეგ, 4000-მა უფროსკლასელმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები ტექ სფეროში. მათსავით, შენც თუ გჯერა შენი მიზნების - ტექსკოლაში მიღებული ცოდნა, ტექნოლოგიების სამყაროში, დიდი სიახლეების დასაწყისი იქნება. თიბისი მრავალი წელია ქმნის და მხარს უჭერს საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას ეხმარება თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მიღებაში. ბრენდის მიზანია ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა განათლების გზით შექმნან საკუთარი წარმატების ისტორია და მოემზადონ მომავლის პროფესიული გამოწვევებისთვის. https://www.newpress.ge/index.php/37384 2025 წელს 12 ქალის მკვლელობისა და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90.PNG 8 მარტთან დაკავშირებით განცხადება სახალხო დამცველმა გააკეთა. 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.  როგორც სახალხო დამცვერლი მიუთითებს, კვლავ  აქტუალურია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ძალადობის აღმოფხვრისაკენ ბრძოლის საკითხები.  „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო ბოლო ათწლეულის განმავლობაში გააძლიერა სამართლებრივი ჩარჩო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით, დაინერგა დაცვისა და მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმი, გაძლიერდა მსხვერპლთა დაცვის სერვისები და გაიზარდა შესაბამისი უწყებების კოორდინაცია. აღნიშნულმა რეფორმებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ძალადობის შემთხვევების გამოვლენაზე, პრევენციასა და ეფექტიან რეაგირებაზე. ამასთანავე, კვლავ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემის შემდგომი გაძლიერება. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი. კვლავ ვლინდება შემთხვევები, როდესაც, შესაძლო ძალადობის შესახებ სახელმწიფოს წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, ქალის მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ქალების შრომითი უფლებების სრულფასოვანი რეალიზება და მათი ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი ჩართულობა და შრომის თანაბარი ანაზღაურება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას სისტემური და ეფექტური ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის, მათი გაძლიერების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და გამოთქვამს მზაობას ითანამშრომლოს სახელმწიფო   https://www.newpress.ge/index.php/37381 ავტორიტარიზმის სწრაფი კონსოლიდაცია აზიანებს ქალთა უფლებებს და მდგომარეობას ქვეყანაში - საია http://newpress.ge/uploads/all/images/1%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90.jpg საია ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ანტიგენდერული, დისკრიმინაციული ნარატივები კვლავ აქტიურად გამოიყენება ავტორიტარული ტენდენციების გამართლებისათვის,  - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაშია ნათქვამი. საია ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, საქართველოში ავტორიტარიზმის სწრაფი კონსოლიდაცია, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ადამიანის უფლებებისთვის ძირის გამოთხრა მნიშვნელოვნად აზიანებს ქალთა უფლებებს და მდგომარეობას ქვეყანაში.  „8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ქალთა და მამაკაცთა შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფა, ქალთა და გოგონათა განვითარების შესაძლებლობების შექმნა და გენდერულად მოტივირებული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებებია. საქართველოში ავტორიტარიზმის სწრაფი კონსოლიდაცია, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ადამიანის უფლებებისთვის ძირის გამოთხრა მნიშვნელოვნად აზიანებს ქალთა უფლებებს და მდგომარეობას ქვეყანაში. “ქართული ოცნება” გენდერული თანასწორობის მრავალი გამოწვევის დაძლევის ნაცვლად, თავად იყენებს გენდერულ სტერეოტიპებს, დეზინფორმაციას და შეურაცხყოფას, როგორც ძალაუფლების გამყარების იარაღს. აღსანიშნავია, რომ დღემდე ეფექტიანი გამოძიების გარეშე რჩება 2024-2025 წლებში საპროტესტო აქციების ქალი მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან გენდერულად მოტივირებული შეურაცხყოფისა და ძალადობის გამოყენების შემთხვევები. ამასთან, 2025 წელს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა არაერთმა პირმა, მათ შორის, ქალებმა, განაცხადეს, რომ დაკავების შემდგომ მათ იძულებით სრულად აშიშვლებდნენ პირადი ჩხრეკის/დათვალიერების საბაბით აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და მიზნად ისახავს დაკავებულების ჩაყენებას მოწყვლად, ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მდგომარეობაში. მაშინ, როდესაც გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე სახელმწიფოს რეაგირების ერთ-ერთი მთავარი რგოლი, პოლიცია, თავად ავლენს სექსისტურ, შეუწყნარებელ დამოკიდებულებას ქალების მიმართ, რასაც დაუსჯელობით ახალისებს და მხარს უჭერს სახელმწიფო, ძირი ეთხრება სახელმწიფო მექანიზმებისადმი ისედაც მყიფე ნდობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან და ხალისდება ძალადობისა და უთანასწორობის ზოგადი გარემო. ამასთან, ანტიგენდერული, დისკრიმინაციული ნარატივები კვლავ აქტიურად გამოიყენება ავტორიტარული ტენდენციების გამართლებისათვის. 2025 წელს "ქართულმა ოცნებამ" კანონმდებლობიდან ტერმინი „გენდერი“ სრულად ამოიღო. საკანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება მცდარ, დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს “უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლების აქტიური ლობირებით, მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის - „გენდერის“ დანერგვა”. სინამდვილეში, სტამბოლის კონვენციის მიხედვით, ტერმინი “გენდერი” გულისხმობს სოციალურად კონსტრუირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას ან მახასიათებლებს, რომლებსაც საზოგადოება შესაფერისად მიიჩნევს ქალის ან მამაკაცისათვის. გარკვეული როლები ან სტერეოტიპები ხელს უწყობს არასასურველ და საზიანო პრაქტიკას და ქალთა მიმართ ძალადობისადმი მიმღებლობას. სტამბოლის კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გააზრებული უნდა იყოს გენდერულ ჭრილში, რაც უნდა იქცეს ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერაზე მიმართული ღონისძიებების საფუძვლად. კანონმდებლობიდან გენდერის ცნების გაქრობა არ არის მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილება და ძირს უთხრის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას, ქმნის საფუძველს ძალადობის თუ უთანასწორობის გენდერული პერსპექტივის გაუთვალისწინებლობის, სოციალური და კულტურული ფაქტორების უგულებელყოფისთვის, რაც პრობლემებთან სისტემურ და საფუძვლიან ბრძოლას მნიშვნელოვნად ართულებს. ამასთან, კვლავ ძალაშია "ქართული ოცნების" მიერ, 2024 წლის სექტემბერში მიღებული ჰომოფობიური/ტრანსფობიური კანონები, რომლებიც სიძულვილის შემცველ ნარატივებს და გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციულ ნარატივებს ეფუძნება, სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მსგავსად, სხვა კანონების მსგავსად, მიღებულია დემოკრატიული ჩართულობის, ექსპერტების და საზოგადოების სხვა ჯგუფების მონაწილეობის გარეშე და შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან. ამის პარალელურად გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, რაც არსებითი თანასწორობის მიღწევის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს. მიუხედავად უფლებადამცველთა მიერ წლების განმავლობაში გაწეული ადვოკატირებისა, საქართველოს კანონმდებლობა, რიგ შემთხვევებში კვლავ შეუთავსებელია სტამბოლის კონვენციის სტანდარტებთან. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს გაუპატიურების საკანონმდებლო განმარტება წარმოადგენს, რომელიც ნაცვლად თანხმობის არსებობისა, კვლავ ძალადობის კომპონენტზე აკეთებს მითითებას. გამოწვევას წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სამართალდამცავი პირების არასაკმარისი და არაეფექტიანი რეაგირება, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების ყოველმხრივი გამოძიებისა და დაზარალებულების ეფექტიანი დაცვის ნაკლებობა, კანონის არასწორი განმარტების გამო გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რისკის შეფასებასა და შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმა. პრობლემურია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით, ერთი მხრივ, საინფორმაციო კამპანიების ნაკლებობა საზოგადოებისთვის, მეორე მხრივ, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები პროფესიონალთათვის. წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა ინსტიტუციას შორის კოორდინირებული მუშაობა ძალადობის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის, ადრეული ქორწინების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. ამასთან, გამოწვევად რჩება ქალების საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის მიერ 2026 წლის თებერვალში გამოქვეყნებული დასკვნითი შეფასებებში კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის, გამო, და აღნიშნავს, რომ ეს იწვევს ქალებისთვის ზრუნვისა და შინ შრომის არაპროპორციულად დიდი, აუნაზღაურებელი ტვირთის დაკისრებას, რაც აფერხებს მათ სრულ და თანაბარ მონაწილეობას შრომის ბაზარზე და ზღუდავს მათ წარმომადგენლობას გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე. კომიტეტი ასევე შეშფოთებულია ქალთა კონცენტრაციით ნაკლებად ანაზღაურებად დასაქმების სექტორებში, რაც ხელს უწყობს ანაზღაურებაში გენდერით განპირობებული სხვაობის არსებობას. კომიტეტმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ქალების სიღარიბის შედარებით მაღალი მაჩვენებლის გამო. ფართოდ გავრცელებულ პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე ქალების სექსუალური შევიწროება. შემაშფოთებელია, რომ კვლევების მიხედვით, სექსუალური შევიწროების შემთხვევათა უმეტესობა შეტყობინების გარეშე რჩება. ზემოთ განხილული გამოწვევების ფონზე, “ქართული ოცნება” სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებითა და კანონმდებლობით კიდევ უფრო ზღუდავს ქალებისა და გოგოების შესაძლებლობას, მიიღონ იურიდიული დახმარება და ისარგებლონ მხარდამჭერი სერვისებით. სამოქალაქო სივრცის განადგურება ასევე ზღუდავს ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შესაძლებლობას და გენდერული თანასწორობისათვის ადვოკატირებას “უცხოური გავლენის იდეოლოგიის ლობირებად” წარმოაჩენს. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაციის პრაქტიკებს ის არასაკმარისი პროგრესიც კი ეწირება, რომელიც ქვეყანას ქალთა უფლებების დაცვის კუთხით 2024 წლამდე ჰქონდა”, - აცხადებს საია. https://www.newpress.ge/index.php/37380 ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას გადახედავენ http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94%207.jpeg კობახიძის თქმით, „მანკიერი იდეოლოგიის“ ბრალია ქორწინებისა და შობადობის შემცირება. თუ სტამბოლის კონვენციასთან ან შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც დაფუძნებულია სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ, - ამის შესახებ ქართული ოცნების მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია გუშინ, 7 მარტს „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს, არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით.  კობახიძის თქმით, „მანკიერი იდეოლოგიის“ ბრალია ქორწინებისა და შობადობის შემცირება. „თქვენ იცით, რამხელა ზეწოლის გადატანა მოგვიხდა გასული წლების განმავლობაში. რეალურად იყო ძალიან დიდი ზეწოლა, რომ საქართველოშიც დანერგილიყო მანკიერი იდეოლოგია. დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს. არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. იყო წლები, როდესაც ამას, უბრალოდ, ვერ გარისკავდა ხელისუფლება, შეუძლებელი იყო ზეწოლის გაძლება, როდესაც დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო ამ იდეოლოგიასთან დაპირისპირება, მაშინვე მივიღეთ ზომები და სხვა მიმართულებითაც შეიძლება მუშაობის გაგრძელება. თუ სტამბოლის კონვენციასთან ან შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც დაფუძნებულია სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ. საქმე უკვე ვაჩვენეთ საზოგადოებას, როდესაც კონკრეტული კანონები მივიღეთ და კონკრეტული კანონები გავაუქმეთ. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. აბსოლუტურად ვიზიარებთ დამოკიდებულებას, რომ იდეოლოგია არის პრობლემური და ამ იდეოლოგიას აქვს კონკრეტული ხელშესახები უარყოფითი შედეგები, რაც აისახება ქორწინების და შობადობის სტატისტიკაზე. ამიტომ მუშაობა არის გასაგრძელებელი და გავაგრძელებთ იმას, რაც აქტიურად დავიწყეთ, ორი წელიწადია“, – განაცხადა კობახიძემ   https://www.newpress.ge/index.php/37379 აბიტურიენტები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდება, პროფესიულში ჩაირიცხებიან http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%90%203.jpg მინისტრის თქმით, მათ გამოცდების ხელმეორედ ჩაბარება არ დასჭირდებათ. განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოში პირველად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში დარეგისტრირებულ იმ აბიტურიენტებსაც ექნებათ, რომლებიც აკადემიურ პროგრამებთან ერთად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც აირჩევენ. განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში აბიტურიენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საშუალება დამატებითი შერჩევის პროცედურის გარეშე, შესაბამის საგანში მიღებული შეფასების საფუძველზე, ექნებათ. „ჩარიცხვისთვის აუცილებელი იქნება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული საგნის ჩაბარება. კერძოდ, თუ აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბარებს მათემატიკას, მას შეუძლია, აირჩიოს ნებისმიერი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ჩარიცხვის წინაპირობა სწორედ მათემატიკის გამოცდაა. დეტალური ინფორმაცია სრულად იქნება ასახული აბიტურიენტის ცნობარში, რომელიც აპრილის თვის დასაწყისში გამოქვეყნდება. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტმა უნდა გადალახოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შესაბამისი საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ნახევარზე მეტი. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ასარჩევი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები მრავალფეროვანი იქნება და მოიცავს ისეთ მოთხოვნად მიმართულებებს, როგორებიცაა: ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტურიზმი, მომსახურება, მედიცინა, მშენებლობა და სხვა. გამოცხადებული ადგილების რაოდენობა 10 000-ს გადააჭარბებს, ხოლო მიღების პროცესში ჩაერთვებიან როგორც საჯარო, ასევე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები. გარდა აბიტურიენტებისთვის შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა, რომელიც წარმოადგენს პროფესიულ პროგრამებზე ჩასარიცხად დამატებით საშუალებას, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება წელს ტრადიციულად გამოცხადდება ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე", - აცხადებს განათლების სამინისტრო. https://www.newpress.ge/index.php/37376 ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის - სახდეპი http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%98.PNG ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის  - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადეს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის  განცხადებაშია აღნიშნული, სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. „ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის. სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობიდან და კეთილდღეობიდან, რასაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს. ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად”, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში. https://www.newpress.ge/index.php/37372 „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომელიც ხელისუფლების არაღიარებას კრძალავს http://newpress.ge/uploads/all/images/parlamenti_w_h.jpeg პარლამენტმა რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სხვა აკრძალვებთან ერთად ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარებას კრძალავს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები და საკანონმდებლო ნორმები კიდევ უფრო მკაცრდება, მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 9 კი წინააღდეგი წავიდა. ცვლილებები შემდეგ კანონებში განხორციელდა: - „გრანტების შესახებ“ კანონი, „სისხლის სამართლის კოდექსი“, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონი. კანონპროექტის თანახმად, პირებს, რომლებსაც გრანტი კანონის ამოქმედებამდე აქვთ მიღებული, კანონის ამოქმედების შემდეგ 1-თვიანი ვადა ექნებათ, საქართველოს მთავრობას მიმართონ. თავის მხრივ, მთავრობასაც 1-თვიანი ვადა აქვს, გასცეს პასუხი - უთხრას თანხმობა ან უარი. დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას - 6 წლამდე ვადით. „სისხლის სამართლის კოდექსის“ 194-ე მუხლს დამამძიმებელი გარემოება ემატება. კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. კანონის პროექტით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს დაარღვევს - კერძოდ კი, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე. სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმიც. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე. „სისხლი სამართლის კოდექსს“ კიდევ ერთი ახალი ნორმა დაემატა, რომლის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება იქნება. ასეთ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სიახლეა ისიც, რომ „სისხლის სამართლის კოდექსში“ ჩაიწერა ახალი - 316-ე პრიმა მუხლი, სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. ასეთი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 3 - წლამდე ვადით. იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. ცვლილებები მეწარმე სუბიექტების მიერ საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებითაც განხორციელდა. მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტებს პოლიტიკური აქტივობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება განხორციელდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. ტერმინი „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“, ტერმინით - „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“ ნაცვლდება და მისი შინაარსი ფართოვდება. კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის შეზღუდვები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისათვის, „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“ სუბიექტებზეც გავრცელდება. უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.   https://www.newpress.ge/index.php/37368 თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში, რისი თქმა შეგვიძლია? http://newpress.ge/uploads/all/images/-a5_6.jpg სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანი ახალი ამბების მოლოდინში ვართ. რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები? რა ზეგავლენა იქნება საქართველოს ეკონომიკაზე? ვეცდებით მოკლედ შევაჯამოთ ძირითადი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ფაქტორები.  ჩვენი აზრით, დღევანდელი გადასახედიდან, პირველ რიგში მნიშვნელოვანი ტურიზმის სექტორზე ზეგავლენაა. მართალია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წილი ტურისტულ შემოდინებებში დაახლოებით 21%-ს შეადგენს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც შეიძლება იყოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო თვეებში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა, რადგანაც ერთია, როდესაც ზრდის ტემპი ეცემა ან მცირედით უარყოფითი ხდება და მეორეა, როდესაც შემოსავლების მნიშვნელოვან კლებას აქვს ადგილი. იგივე შეიძლება ითქვას სავალუტო ბაზარზე ვალუტის ჯამურ მიწოდებაზეც. გასული წლის მსგავსად, ჩვენი წინასწარი შეფასებით, თებერვალიც სებ-ის მიერ ვალუტის შესყიდვის მიმართულებით ერთ-ერთ რეკორდული თვე იყო, დაახლოებით 420 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 2.9 მილიარდი აშშ დოლარი.  მაშინ მცირედით, მაგრამ მაინც რატომ გაუფასურდა ლარი? ჩვენი აზრით ცალსახაა, რომ ამის მიზეზი კონვერტაციებია. ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაა. ამასთან, არა მხოლოდ, მაგრამ განსაკუთრებით კონვერტაციებით გამოწვეული ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, გასული პერიოდის პრაქტიკიდან გამომდინარე, ვფიქრობთ რომ სებ-ის ინტერვენციებს ექნება ადგილი. ამ მხრივ, ასევე არგუმენტია გაზრდილი ნავთობის ფასების გამო მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია. ამდენად, მთლიანობაში ლარის კურსის კუთხით ჩვენი შეფასება უფრო ნეიტრალურია. ეკონომიკის ზრდას რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ ეფექტი ზომიერად, მაგრამ ნეგატიური იქნება, თავისთავად, სენტიმენტების გათვალისწინებით. ამასთან, ბუნებრივია მოვლენათა განვითარებას გააჩნია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ შარშან ისრაელის მოქალაქეებმა ჩვენთან უფრო მეტი ბინა შეიძინეს, ვიდრე რუსეთის მოქალაქეებმა. ისევე, როგორც უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიკვეთა.  პრაქტიკული თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენების ფონზე საერთაშორისო მასშტაბით აშშ დოლარის ქცევა. კერძოდ, თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის სტრატეგიის ფარგლებში. ისტორიულად, აშშ დოლარის, როგორც უსაფრთხო აქტივის სტატუსი დოლარში სესხების საწინააღმდეგო არგუმენტს წარმოადგენდა, რადგანაც მსოფლიო კრიზისებისას ერთდროულად გაყიდვების შემცირება და ვალის ზრდა მაქსიმალურად უნდა იქნას თავიდან აცილებული. ამ მხრივ, დაახლოებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარება გარკვეულწილად მაინც შეიცვალა.   იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007406-macro-update-georgia     https://www.newpress.ge/index.php/37367 საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9D.PNG კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ გათვალისწინებული ცვლილებებით, საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება.  - კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზხადებული ცვლილებების თანახმად, იზრდება ჯარიმები მანევრირების წესების დარღვევაზე (100 ლარამდე და 20 ქულის დაკლება), სიჩქარის გადაჭარბებაზე (100 ლარამდე), უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობასა და საჭესთან მობილურით სარგებლობაზე (50 ლარამდე და 10 ქულის დაკლება). 50 ლარამდე იზრდება დგომა-გაჩერების წესების დარღვევის სანქცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა დიდ ქალაქებსა და კურორტებზე. დამატებით, 200 ლარით დაჯარიმდება „BUS LANE“-ზე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა, ხოლო ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერება 100 ლარით და ავტომობილის ევაკუაციით დასრულდება. მკაცრდება სანქციები ე.წ. „დრიფტზეც“ — ქონების ან პირის დაზიანების შემთხვევაში 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად მართვის უფლება 6 თვით შეუჩერდება. გარდა ამისა, 2 000-დან 5 000 ლარამდე იზრდება ჯარიმები გზისა და ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.     https://www.newpress.ge/index.php/37366 თიბისი - ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს http://newpress.ge/uploads/all/images/Press%20%20copy%402x-100.jpg შეთავაზებების პირობები და დეტალები არის აქ. თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ქმნის და ავითარებს, ისეთ პროდუქტებსა თუ სერვისებს, რომლებიც მაქსიმალურად მორგებულია მათ საჭიროებებზე და უმარტივებს ყოველდღიურობას.   გაზაფხულის დადგომასთან ერთად, თიბისიმ მომხმარებლების სურვილები და საჭიროებები ამჯერადაც გაითვალისწინა და მათ მარტის თვეში (2,3,7,8 მარტი) პარტნიორ ობიექტებთან ერთად, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.  შეთავაზებებით ისარგებლებენ, როგორც ახალი თიბისი ბარათის და ახალი კონცეპტ ბარათების, ისე - ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელები.   შეთავაზებების პირობები და დეტალები ხელმისაწვდომია ბმულზე. ახალი თიბისი ბარათი, რომელიც უკვე მილიონ მომხმარებელს აერთიანებს, მრავალი უპირატესობით გამოირჩევა და მოიცავს: წვდომას ასობით განსაკუთრებულ შეთავაზებაზე, რომელიც მუდმივად ახლდება;  ქეშბექის მომენტალურ დაბრუნებას ერთგულ ყულაბაში და მის მარტივ, შეუზღუდავ გამოყენებას;  უფასო განაღდებას საქართველოში ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან ლარში, ლიმიტის ფარგლებში;  მობაილბანკიდან კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე, უფასო გადარიცხვასა და სხვა შეღავათებს. გაუმჯობესებული პირობებით- სამმაგი დაგროვებით, სამოგზაურო და სხვა უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობას ახალი თიბისი კონცეპტ და კონცეპტ 360 ბარათებით.  ახალი თიბისი ბარათების აღება შესაძლებელია წამებში, მობაილბანკიდან, ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე.  https://www.newpress.ge/index.php/37364 ნარკოდანაშაულის ფაქტებზე ხუთ პირს ბრალი წარედგინა http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D.PNG ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარედგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.   „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას და ფსიქოტროპული ნივთიერებას - „მეთადონს“, „მორფინს“-ს, ,,კოდეინს’’, ,,თებაინს’’, ,,გამომშრალ მარიხუანა’’-ს და ფსიქოტროპილ ნივთიერება ,,კეტამინს’’. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ამოიღეს. ასევე, სამი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები", -აცხადებს პროკურატურა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://www.newpress.ge/index.php/37363 თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად http://newpress.ge/uploads/all/images/Press%20%402x-100%20(1).jpg   თიბისიმ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად, კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი- QR გადარიცხვა დანერგა, რომელიც თანხის გადარიცხვისა და მიღების პროცესს მაქსიმალურად კომფორტულსა და სწრაფს ხდის. ახალი პროდუქტის გამოყენებით, თანხის მიმღებს აღარ უწევს ანგარიშის ნომრის ან პირადი ნომრის ზეპირად კარნახი ან დაკოპირება, ხოლო გადამრიცხველს- ანგარიშის დაზუსტება, მონაცემების ხელით შეყვანა ან მიმღების გადამოწმება. ამ მომაბეზრებელი პროცესის ნაცვლად, თანხის მიმღებ ფიზიკურ პირს შეუძლია თიბისის მობაილბანკში შევიდეს, გადავიდეს საკუთარ IBAN ანგარიშზე და იქვე იპოვოს QR კოდი, რომელსაც დაასკანერებინებს გადამრიცხველს. შედეგად, გადარიცხვა ხორციელდება სწრაფად და მარტივად, ხოლო თანხა მიმღებს მყისიერად ესახება. QR კოდის დასკანერებისას მომხმარებელი გადადის სპეციალურ გვერდზე, სადაც შეუძლია აირჩიოს გადარიცხვის მისთვის სასურველი მეთოდი- Apple pay-თ ან Google Pay-თ, ნებისმიერი მიბმული ბარათით. გადარიცხვა ხდება მხოლოდ ლარში და ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.  QR-ით მომენტალური გადარიცხვა შეუძლია ნებისმიერი სხვა ქართული ბანკის მომხმარებელსაც- სხვა ბანკის ბარათით ან მობაილბანკით.  QR-ით გადარიცხვა ასევე სწრაფი და კომფორტულია ისეთ სივრცეებში, როგორიცაა: ბაზრობები, სამკერვალოები, მცირე მომსახურების ობიექტები...  თიბისი მუდმივად ქმნის და ავითარებს ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლების საჭიროებებზე და მათ ცხოვრებას ამარტივებს. https://www.newpress.ge/index.php/37357 თიბისი კონცეპტი - კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი http://newpress.ge/uploads/all/images/5_4.jpg 3 გამარჯვებულს გადაეცემა კანის კინოფესტივალის საგზური. ყველაზე მასშტაბური კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერითა და ორგანიზებით, თიბისი კონცეპტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში კულტურის სფეროს გაძლიერებას. მომხმარებლებს კი, შესაძლებლობას აძლევს, პირველები გაეცნონ მსოფლიო თუ ადგილობრივ სიახლეებს ხელოვნებაში, მარტივად დაესწრონ პრესტიჟულ ფესტივალებს, კონცერტებსა თუ გამოფენებს.  უკვე მეორედ, თიბისი კონცეპტი Mastercard-თან ერთად, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს და საშუალებას აძლევს, გაემგზავრონ მსოფლიო კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ღონისძიებაზე -  კანის კინოფესტივალზე და მონაწილეობა მიიღონ კინემატოგრაფიის წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში.   2026 წლის 1-31 მარტის ჩათვლით, კონცეპტ Mastercard World Elite-ის ძველი და ახალი ბარათების მფლობელები, რომლებიც შეასრულებენ მინიმუმ 5 გადახდას საერთაშორისო ელ.კომერციაში (ონლაინ შოპინგი ან სხვა ტიპის გადახდები საერთაშორისო პლატფორმებზე) და ჯამურად დააგროვებენ ყველაზე მეტი თანხის მოცულობის ტრანზაქციებს, მოხვდებიან 3 გამარჯვებულს შორის, რომლებსაც გადაეცემათ კანის კინოფესტივალის საგზური. კინოფესტივალის საგზური მოიცავს:  2-კაციან საგზურს კანის კინოფესტივალზე  ავიაბილეთებს სასტუმრო Barriere Le Majestic-ში განთავსებას წითელ ხალიჩასა და კინოჩვენებებზე დასწრებას ფოტოსესიას ლანჩს და სადილს  შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად გადადით ბმულზე. 79-ე საერთაშორისო კანის კინოფესტივალი 2026 წლის 12–23 მაისს საფრანგეთში, ქალაქ კანში, Palais des Festivals et des Congrès-ში, გაიმართება. ფესტივალის პროგრამა ტრადიციულად მოიცავს ოფიციალურ საკონკურსო ჩვენებებს, საერთაშორისო პრემიერებს, სპეციალურ სექციებსა და ინდუსტრიულ ღონისძიებებს. განსაკუთრებული ადგილი უკავია წითელი ხალიჩის ცერემონიებს, სადაც კინოსამყაროს ვარსკვლავები და პროფესიონალები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ხვდებიან.  1946 წლიდან ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს წამყვან რეჟისორებს, მსახიობებს, პროდიუსერებსა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მომავალი წლის კინოინდუსტრიის ტენდენციებს. კანის კინოფესტივალის გენერალური სპონსორია Mastercard.    https://www.newpress.ge/index.php/37356 12 წლის ქუთაისელმა მხატვარმა გლობალური კონკურსის საგზური მოიპოვა http://newpress.ge/uploads/all/images/_40.jpg კონკურსის ფინალი ივლისში გაიმართება. ქუთაისელი 12 წლის თვითნასწავლმა მხატვარმა მორიგ წარმატებას მიაღწია. ვან-მარია მესხი საქართველოში "ტოიტას" 2026 წლის კონკურსის გამაჯვებული გახდა.  მან საერთაშორისო კონკურსის საგზური მოიპოვა. კონკურსისთვის "Toyota Dream Car Art Contest" მსოფლიოს მასშტაბით 10 ახალგაზრდა მხატვარი შეირჩა. ვან-მარია მესხმა გამარჯვება 12-დან 15 წლამდე კატეგორიაში მოიპოვა. 12 წლის მხატვარი საქართველოს მსოფლიოს გლობალურ კონკურსზე ნამუშევრით "Education Collector" წარადგენს. კონკურსის ფინალი ივლისში გაიმართება.     https://www.newpress.ge/index.php/37354 როდის უნდა გამოვიყენოთ ფეხსაცმლის ჩასაფენი? http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98.jpeg ფართო არჩევანს მომხმარებლებს კომპანია „ახალი ხედვა“ სთავაზობს. ფეხსაცმლის ჩასაფენი ადამიანებს ტერფთან დაკავშირებული დაავადებების მართვის პროცესში ეხმარება და ამასთანავე, მათი წარმოქმნის პრევენციასაც უზრუნველყოფს. ეს პროდუქტი უკვე არსებულ პრობლემებს გვიწესრიგებს და ამასთანავე დიდი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში შესაძლო გართულებებისგან გვიცავს. ფეხსაცმლის ჩასაფენი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:  მაღალი თაღი;  პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია;  ქუსლის დეზი; აქილევსის მყესის დაზიანება;  სხვადასხვა ტერფის პათოლოგია. ამ დაავადებების მკურნალობის პროცესში აუცილებელია ფეხსაცმლის ჩასაფენის გამოყენება, რადგან ის ფეხს სტაბილურობას უნარჩუნებს და ტერფის მდგომარეობასაც აუმჯობესებს, განსაკუთრებით ვარჯიშის ან აქტიური დატვირთვის დროს. ფეხსაცმლის ჩასაფენების ფართო არჩევანს მომხმარებლებს კომპანია „ახალი ხედვა“ სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:  სილიკონის სუპინატორი - უზრუნველყოფს ტერფის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას. გამოიყენება საყრდენ ზედაპირზე ტერფის ცალმხრივად გამოხატული ზეწოლის დროს (შიგნით ან გარეთა მხარეს). სილიკონის სუპინატორი ფეხსაცმელში კომფორტულად თავსდება. ფოლადის ჩასაფენი - უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის კორექციისთვის და ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს. სილიკონის ჩასაფენი - გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს, ასრულებს ტერფის კუნთების მასაჟორის ფუნქციას. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე, ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს. “ახალი ხედვის” ფეხსაცმლის ჩასაფენის შეძენა  თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი. გარდა ამისა, სასურველი პროდუქტის გამოწერა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია. ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარება კი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” ფილიალებში შეგიძლიათ.   https://www.newpress.ge/index.php/37351 ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა http://newpress.ge/uploads/all/images/New-York-Event-A5.png ღონისძიებას 100-ზე მეტი ინვესტორი და პარტნიორი ესწრებოდა. ნიუ-იორკში, Citigroup-ის სათავო ოფისში, თიბისიმ სტრატეგიის დღე 2026 გამართა, რომელსაც 100-ზე მეტი ინვესტორი და  პარტნიორი ესწრებოდა, სხვადასხვა ქვეყნიდან.  ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს, თიბისის აღმასრულებელმა მენეჯმენტმა, მიღწეული შედეგები, ამბიციური მიზნები და მომდევნო 5 წლის სტრატეგიული ხედვა წარუდგინა, როგორც საქართველოს, ისე - უზბეკეთის ბაზრებზე.  2030 წლისთვის, თიბისი ჯგუფის სტრატეგიული მიზნები სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება -  მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი, მარტივი და ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების გზით. მომდევნო რამდენიმე წელში, თიბისი საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებზე ზრდის ტემპის დაჩქარებას, ბაზრის ლიდერის როლის კიდევ უფრო განმტკიცებას და ფინანსური და ბიზნესმაჩვენებლების გაუმჯობესებას გეგმავს.  თიბისის სტრატეგიული ხედვა 2030 წლისთვის:  გახდეს მომხმარებელზე უფრო მეტად ორიენტირებული კომპანია, მნიშვნელოვნად გაუმარტივოს მათ ხარისხიანი ფინანსური სერვისების და პროდუქტების მიწოდება;  ინოვაციური გადაწყვეტების და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოს ბაზარზე ზრდისა და განვითარების ტემპის დაჩქარება;  ფინანსური სერვისების მიწოდების ბაზარზე, დომინანტური პოზიციების გაძლიერება ყველა მიმართულებით, მათ შორის - ფიზიკური პირების და ბიზნესების მომსახურების მიმართულებით.   „ვამაყობ იმ შედეგებით, რასაც მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული კომპანია გავხდებით,  მათთვის ხარისხიანი ფინანსური სერვისების და პროდუქტების მიწოდებით  და ამით, კიდევ უფრო  მეტად გავუმარტივებთ  ადამიანებს ცხოვრებას, რაც თიბისის მისიაა“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი.