|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვამლის მთის არქეოლოგიური კვლევა იწყება

ხვამლის მთაზე არქეოლოგიური სამუშაოები იწყება.  ექსპედიციას არქეოლოგი დავით სულხანიშვილი უხელმძღვანელებს.  მისი თქმით, ხვამლის მთა არასდროს შესწავლილა და მასზე სამუშაოების ჩატარება, სწორედ ამის გამო გადაწყდა. „სამუშაოების დაწყებას გულის ფანცქალით ველოდებით. რა იქნება წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან საინტერესო იქნება. სამუშაოები დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება“, - აცხადებს დავით სულხანიშვილი.  ხვამლის მთაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები ივნისში დაიწყება. 
არქეოლოგიური ექსპედიაცია სადაზღვევო კომპანია ,,არდი“-ს მხარდაჭერით მოეწყობა. ხვამლი, იგივე ხომლი კირქვული მასივი ლეჩხუმში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, 2002 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ძველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან ხვამლი იგივე ხომლი მიიჩნევა ბერძნული მითიური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. მთა, რომელზედაც ზევსის ბრძანებით პრომეთე მიაჯაჭვეს.


წყარო: interpressnews.ge

ავტორი: ნიუპრესი