ქუთაისში "ბაზის ბანკის" ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
ქუთაისში "ბაზის ბანკის" ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
2013-04-29 / 16:19:25
დეა მანაგაძე
Share

დღეს ქუთაისში "ბაზის ბანკმა" რიგით  21–ე სერვისცენტრი გახსნა. ბანკის სერვისცენტრი მომხმარებლებს სრულ საბანკო მომსახურებას, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს სთავაზობს.

საქართველოში ამ დრომდე, „ბაზის ბანკის“ 20 სერვისცენტრი ფუნქციონირებდა. ქუთაისში ახლადგახსნილი  სერვისცენტრი კი იმერეთის რეგიონში პირველია. ბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა აცხადებს,  იმერეთის რეგიონში „ბაზის ბანკი“ საქმიანობის გაფართოებას და კლიენთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

„ეს არის პირველი ნაბიჯი ქუთაისში. დაგეგმილი გვაქვს ახალ სერვისცენტრს, სხვა მომსახურების წერტილებიც შეემატოს,“ –აცხადებს დავით ცაავა.

„ბაზის ბანკმა“ ქუთაისში პირველი მომხმარებლები უკვე გაიჩინა.

„ექვსი თვეა „ბაზის ბანკთან“  საქმიანი ურთიერთობა გვაქვს.  სხვა კომპანიებსაც ვურჩევთ ითანამშრომლონ ამ ბანკთან,“ – ამბობს  სამშენებლო კომპანია „საქმილსადენმშენის“ ხელძღვანელი ავთანდილ რუხაძე.

2013 წელი „ბაზის ბანკისათვის“ საიუბილეო წელია. წელს საქართველოში ბანკის დაარსებიდან  20 წელი სრულდება.  





მსგავსი სიახლეები:

2014-10-27 / 16:19:25
ქუთაისში ძლიერმა ქარმა ხუთსართულიან სახლს სახურავი ახადა
2014-10-27 / 16:19:25
ქუთაისში მიტოვებული ბავშვი იპოვეს
2014-10-09 / 16:19:25
ხელისუფლებას არ გააჩნია ხედვა როგორ განვითარდეს ქუთაისი და დასავლეთ საქართველო - დისკუსია ქუთაისში
2014-10-09 / 16:19:25
ქუთაისის მერიამ პროექტის ფარგლებში 33 სახლი გადახურა
2014-10-01 / 16:19:25
ქუთაისში ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს
2014-10-01 / 16:19:25
ქუთაისში მოსახლეობა მერიას საპროტესტო აქციებით ემუქრება
2014-09-30 / 16:19:25
ინიციატივა ორპალატიანი პარალმენტის შესაქმნელად - ქუთაისში ხელმოწერების შეგროვება იგეგმება
2014-09-29 / 16:19:25
ქუთაისის მერიას საახალწლო ღონისძიებებისთვის 100 000 ლარი აქვს განსაზღვრული


სოხუმში საპროტესტო აქცია მიდინარეობს

’’ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’-ს აჭარის ორგანიზაციაში ხელმძღვანელობის გადაყენებას ითხოვენ

"Newpress.ge-ზე გასულ სიუჟეტს ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა

ახალი შესაძლებლობები მათთვის, ვისაც ევროპაში სწავლის გაგრძელება სურს

საქართველოს პრეზიდენტმა ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო

ქუთაისის საჯარო სკოლების 99 მეათეკლასელი კომპიუტერებით დაასაჩუქრეს

"რუსთავი2": "ამალია ჯიბლაძეს ფონოგრამით არ უმღერია"

გამოკითხვის გაზიარება