|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვალ ქუთაისის მერის იმპიჩმენტი მზადდება – დიმიტრი კოპალიანი სხვა უწყებაში გადადის?

ქუთაისის მერი, დიმიტრი კოპალიანი, თანამდებობას ტოვებს და ის სხვა უწყებაში გადადის – აღნიშნულ განცხადებას საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მღვდელაძე აკეთებს.

მისი განმარტებით, ქალაქს ჰყვას სუსტი მერი და ის თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობებს.
"კოპალიანს ისედაც ჰქონდა შემოთავაზება სხვა უწყებებიდან. კერძოდ, კი განათლების უწყებიდან და შესაძლოა იქ გადავიდეს. არ გამოვრიცხავ, რომ  თუ ის თავად არ დაწერს განცხადებას, იმიჩმენტი გამოცხადდეს," – აცხადებს მამუკა მღვდელაძე.
ცნობილი ხდება, რომ საკრებულოს ფრაქციებმა "ქარული ოცნება" და "პატრიოტთა ალიანსი" ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართეს. მამუკა მღვდელაძის განცხადებით, შესაძლოა, ეს მიმართვა გახდეს, ხვალ კოპალიანისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მიზეზი.
თავად დიმიტრი კოპალიანი აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
"არავითარი კომენატრი," – ამბობს დიმიტრი კოპალიანი.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა