|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე–მერი "ნაციონალების" ბრალდებაზე – სისულელეა ზეწოლაზე საუბარი

ქუთაისის ვიცე–მერი, ნოდარ მიქიაშვილი "ნაციონალების" ბრალდებას რომ ის მართვის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანლებს აიძულებ პოსტის დატოვებას, სისულელეს უწოდებს. 

მიქიაშვილი ირწმუნება, რომ მართვის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელბს ამ მოტივით არ იბარებენ.
"ჩვენ სულხან–საბას მუნიციპალიტეტს ოთხი თვეა ვაკვირდებით. ძალიან მოუვლელი და მოუწესრიგებელია. მართვის ამ ორგანოს არ ეტყობა რომ მენეჯერი ყავდა", –  აცხადებს ნოდარ მიქიაშვილი. 
რაც შეეხება, მართვის ტერიტორიული ორგანოს  პოსტის სანაცვლოდ, მერიაში თანამდებობის შეთავაზებას,  ამბობს, "ამაზე არც გვქონია საუბარია. არავითარი  სამსახური არ შეგვითავაზებია. რადგან, სადაც იყო იქ არ ივარგა. ფირუზ ბენიძე თანამდებობიდან გუშინ გავათავისუფლეთ", –  აღნიშნა მიქიაშვილმა.  

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა