|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოცნების" ქუთაისის შტაბის უფროსი – მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოში ბიზნესმენები იქნებიან

ქუთაისში, კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე ლომიძის განმარტებით,  საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ბიზნესემენები იქნებიან წარდგენილნი. 

აღნიშნულის შესახებ, კოტე ლომიძემ newpress.ge–სთან საუბარში განმარტა. ლომიძის თქმით, სასურველია მაჟორიტარი დეპუტატი შეძლებული და ბიზნესმენი იყოს, რათა ის მოსახლეობას საკუთარი სახსრებითაც მიეხმაროს. რადგან, ლომიძის მტკიცებით, მოსახლეობაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამთავრობო რესურსი საკმარისი არ არის. 
"მივესალმები, რომ ბიზნესმენი და შეძლებული ადამიანი შევიდეს  მაჟორიტარ დეპუტატად  საკრებულოში. რადგან, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობას პირადი სახსრებითაც მიეხმაროს. ადრე თუ ადამიანი საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატად იმიტომ ხვდებოდა რომ ცხიმიანი ლუკმა წაეღო, ახლა პირიქით მოხდება", – ამბობს "ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბის ელმძღვანელი.
კოტე ლომიძეს გასულ წელს ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებელი იყო. შემდეგ კი, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის  საქმეთა სამსახურის უფროსის პოსტი ეჭირა. აღნიშნული თანამდებობა მან "ოცნების"  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად გადანაცვლების გამო დატოვა.
"ოცნების" შტაბში ამ დროისთის არჩევნებისთვის სიებში კანდიდატების შერჩევაზე მუშაობენ.

ავტორი: თეკლე მორგოშია