|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში ორი დღით უფასო ტრანსპორტი იმუშავებს

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსხურის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20-21 აპრილს, მოსახლეობას უფასო ტრანსპორტი მოემსახურება. ქალაქში არსებული სასაფლაოების მიმართულებით, მერიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი მგზავრებს დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე მოემსახურება.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსხურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკა კეპულაძის განმარტებით, ქალაქში აღდგომის დღეს იმდენი ერთეული უფასო სატრანსპორტო საშუალება მოძრავებს, რამდენსაც საჭიროება მოითხოვს.
თუმცა, კონკრეტულად თუ რა ადგილებიდან  და რა მიმართულებით მოხდება უფასო ტრანსპორტის გადაადგილება, ამ დროითვის დადგენილი არაა. კეპულაძის განმარტებით, აღნიშნული საკითხის შეთანხმება გადამზიდავ კომპანიებთან დღის ბოლომდე მოხდება. 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა