|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს და ხვალ ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

ქუთაისში, მიმდინარე წლის 22 და 23  მაღალი ძაბვის ქვესადგურებში „ავანგარდი“ და "ქუთაისი 3" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენეტების ნაწილს. 
"მიმდინარე წლის 22 აპრილს მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ავანგარდში“  დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდება აღნიშნული ქვესადგურიდან გამომავალ 6 კვ ფიდერებს და აბონენტებს სულხან-საბას, გუგუნავას და მიმდებარე ქუჩებზე (დაახლოებით 680 აბონენტი).
ხოლო 110/6 კვ ქვესადგურში “ქუთაისი 3” დაგეგმილი პროფილაქტიკურ სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება გუგუნავას, გიორგი ბრწყინვალეს, სერგი მეხის, თავისუფლების, ინგორიყვას, ლადო მესხიშვილის, ნარსიას, ნაფეტვარიძის, ჩეხოვის, და-ძმა უორდროპების, გამარჯვების, იმედაძის, კაკაბაძის, კეკელიძის, შმიდტის, ჩიქოვანის, შარტავას, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებს,  აგრეთვე, ზ. გამსახურდიას და ჭავჭავაძის გამზირებს ნაწილობრივ (მათ შორის, სავაჭრო ცენტრ „იმერეთს“ - ე.წ. კეჩის ბაზრობას), რაც დაახლოებით 5800 მომხმარებელს მოიცავს.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში," - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში"

ავტორი: ნიუპრესი