|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სასაფლაოებზე შესაძლოა სათვალთვალო კამერები მოეწყოს

ქუთაისსის სასაფლაოებზე ძარცვის ფაქტების თავიდან ასარიდებლად შესაძლოა სათვალთვალო კამერები მოეწყოს. 
სასაფლაოებზე კამერების მოწყობის შესახებ newpress.ge- სთან სასაფლაოთა მეურნეობა შ.პ.ს "ქართული ტრადიციები- 2011" - ის ხელმძღვანელი გოჩა მარგველაშვილი საუბრობს. 
"სასაფლაოების ძარცვის ფაქტები ხდება. თუმცა პრობლემის მართვა შეუძლებელია მხოლოდ ყარაულებით. ძარცვის ფაქტების ასაცილებლად სხვა გზები უნდა მოიძებნოს. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება სასაფლაოებზე ვიდეო კამერების მოწყობა. ამაზე ჩვებ უკვე დავიწყეთ საუბარი ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან,"- ამბობს მარგველაშვილი.
როგორც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში newpress.ge - სთან განმარტავენ, სასაფლაოებზე სათვალთვალო კამერების მოწყობა ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის საგანია.
"საკითხი განხილვის საგანია ამ ეტაპზე. სათვალთვალო კამერების მოწყობის ადგილები, თუ სად არის მისი დამონტაჟება საჭირო, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასწყვეტია. ჩვენ აუცილებლად  მივაწვდებით ინფორმაციას  სამინისტროს ქუთაისის სასაფლაოებზე არსებული სიტუაციის შესახებ და რას გადაწყვეტენ მოგვიანებით გახდება ცნობილი,"- ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსაურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ბასილაძე.
ქუთაისის სასაფლაოებზე, გარდაცვლილთა საფლავების ნაწილი წარწერებშემოძარცვულია ისევე, როგორც საფლავები ღობეების გარეშეა დარჩენილი.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა