|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამოქალაქო აქტივობის დონემ იმერეთში 92 %–ს მიაღწია"

ქუთაისის ,,განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ ინფრმაციით, იმერეთის რეგიონში სამოქალაქო აქტივობის დონემ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. ორგანიზაციამ დღეს ქუთაისში, სასტუმრო ,,რჩეული პალასში“ „სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას  იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების, სამოქალაქო კლუბების, საინიციატივო ჯგუფის წევრები, სამოქალაო განათლების პედაგოგები, დირექტორები და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაციაზე, ქუთაისის ,,განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ წარმომადგენლებმა, დღემდე მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. მათი განმარტებით, იმერეთის რეგიონში სამოქალაქო აქტივობის დონე საგრძნობლად გაიზარდა. როგორც ირკვევა, სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობის მიღებით განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეები არიან დაინტერესებულნი. ,,მოსწავლეები ყველაზე მეტად აქტიურები და ჩართულები არიან სამოქალაქო აქტივობებში. პროექტის მიმდინმარეობისას  ძალიან ბევრი ეფექტური სასწავლო ვიზიტები განხორციელდა. განხორციელებულ 38 ვიზიტზე 700 ზე-მეტ მოსწავლეს მიეცა შესაძლებლობა  კონტროლი პალატაში, იუსტიციის სამინისტროში, სახალხო დამცველის ოფისში და სასამართლოებში  მიეღოთ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება. დღეს ახალგაზრდებმა უკვე კარგად იციან, თუ რა პრინციპით მუშაობს მსგავსი ტიპის სტრუქტურები“,-ამბობს ქუთაისის „განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლიკა კილაძე.

მოსწავლების სამოქალაქო აქტივობებში ჩართვას, როგორც ირკვევა კონკრეტული გადაწყვეტილებები და მასზე დაფუძნებული პროექტებიც მოჰყვა. მოსწავლეებმა სულ  38 გადაწყვეტილება მიიღეს და განახორციელეს. ერთ-ერთი მათ მიერ განხორციელებული ღონისძიება, ქუთაისში, ნინოშვილის ბაღში არსებულოი სკვერის დასუფთავება იყო. ,,ჩვენთვის ძალიან გამოსადეგია ასეთი პროექტები. ვისწავლეთ არამხოლოდ  ის, თუ როგორ უნდა მივიღოთ ცოდნა, არამედ ისიც, თუ როგორ უნდა გავცეთ და დავეხმაროთ ამ ცოდნით ჩვენს თანატოლებსა და საზოგადოებას“,- ამბობს 21-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი ქეთი არჯევანიძე.

ქუთაისის ,,განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ მეორე წელია, რაც პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას იმერეთის რეგიონში 125 საჯარო სკოლასთან ახორციელებს. აღნიშნული საჯარო სკოლებიდან 45 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბებია შეიქმნილი. სადაც მოსწავლეები სამოქალაქო აქტივობებში პრაქტიკული პროექტების მეშვეობით ერთვებიან. 

როგორც პედაგოგები განმარტავენ, დღეს უკვე სამოქალაქო აქტივობის როლი საქართველოში მოსწავლეებმაც და მასწავლებლებმაც კარგად გააცნობიერეს. ,,ამ პროექტებმა საბოლოო ჯამში მოსწავლეებში გაღვიძა ის დაძინებული მოტივაცია, რასაც სამოქალაქო აქტივობა და განათლება ჰქვია. აღდგა კლუბური მუშაობები და საქმის ერთად კეთების კულტურა. ეს ფაქტი კი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლებისათვის“,- ამბობს სამოქალაქო განათლების ცენტრის პედაგოგი რუსუდან ბურჯანაძე. მისივე თქმით, მაშინ როდესაც, სამოქალაქო კლუბები ახალი ინიციატივა იყო, საზოგადოებას მისი მიღება და სკოლებში ადაპტირება ძალიან გაუჭირდა. თუმცა დღეს, სამოქალაქო განათლებისადმი სწრაფვა უმაღლეს საფეხურზეა. პედაგოგების თქმით, სამოქალაქო აქტივობის დონემ იმერეთის რეგიონში  92 პროცენტს მიაღწია.

ავტორი: ანა ჯანაშია